25 დეკემბერს, ბათუმში საახალწლო ღონისძიებები ოფიციალურად დაიწყო, ერას მოედანზე, მთავარ ნაძვის ხესთან საახალწლო დღეებში განწყობის შესაქმნელად არა ერთი საზეიმო კონცერტია დაგეგმილი. საახალწლო ნაძვის ხე და ქალაქი საღამოს 7 საათზე თოვლის ბაბუამ გაანათდა, რისთვისაც ბათუმის ბიუჯეტიდან მილიონ 420 ათასი ლარი დაიხარჯა, 25 დეკემბერსვე ბათუმელებს და არა მარტო მათ საშუალება ჰქონდათ ნინო ქათამაძისა და მისი მეგობრებისათვის მოესმინათ. 2 იანვრამდე წინასაახალწლო კონცერტები ევროპის მოედანზე აჭარის განათლების სამინისტროსა და ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართება. კონცერტებზე მაყურებლის წინაშე ლაშა ღლონტი, ვაჟა ტუღუში, სოფო ხალვაში და ასევე ცნობილი მუსიკალური ჯგუფები წარსდგებიან. ორი იანვრიდან კი ერას მოედანზე მისულთ ასევე პოპულარული როკ და ჯაზჯ-გუფების კონცერტები ელოდებათ, აქვე გაიმართება ფოლკლორული კონცერტი, ვახტანგ კახიძის მუსიკა კინოსა და თეატრისთვის, საბავშვო ღონისძიებები, საშობაო შოუ და სხვა. საახალწლო ღონისძიებებისთვის ბათუმის მერია 279 ათას ლარს დახარჯავს. ღონისძიებები 15 იანვრამდე გაგრძელდება.
ევროპის მოედანზე განთავსებულ ჯიხურებში საახალწლო გამოფენა-გაყიდვაც გელოდებათ.