მთავარი სხვადასხვა სათავე ნაგებობის მშენებლობა გაისად დასრულდება

სათავე ნაგებობის მშენებლობა გაისად დასრულდება

18
0

ყოროლისთავის სათავე ნაგებობის, დამბისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. უკვე დასრულებულია დამბის პირველი სამი საფეხურის მშენებლობა და მიმდინარეობს ბოლო საფეხურის მოწყობა. მიმდინარე სამუშაოები ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა დაათვალიერა. სათავე ნაგებობა, რომელიც გასულ წელს, სტიქიის შედეგად დაზიანდა, სალიბაურის რეზერვუარს ამარაგებდა და ბენზეს, ბარცხანის, განთიადისა და გოროდოკის დასახლებების წყალმომარაგებას უზრუნველყოფდა.

აღნიშნული დასახლებების აბონენტებს წყალი ამჟამად მეჯინისწყლის ჭაბურღილების საშუალებით მიეწოდებათ. მშენებლობის დასრულების შემდეგ სრულფასოვანი წყალმომარაგება აღდგება. პროექტის ღირებულება 2 600 000 ლარს შეადგენს. სამუშაოების დასრულების ვადაა 2025 წლის იანვარი.