დღეიდან საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაწესებულებებში შესვლისას მოქალაქეებს სიცხეს აღარ გაუზომავენ.
ასევე, უქმდება დეზობარიერების ქონის ვალდებულებაც.
“უქმდება თერმოსკრირინგისა და ჟურნალის წარმოების ვალდებულება, უქმდება დეზობარიერების ქონის ვალდებულება და სასტუმროებს მიეცემათ საშუალება, ბუფეტის მეშვეობით მომსახურება გაუწიონ თავის სტუმრებს“, – განაცხადა საბჭოს წარმომადგენელმა გიორგი ღიბრაძემ.