მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ,,სამოქალაქო ბიუჯეტის” დანერგვა ქედაში

,,სამოქალაქო ბიუჯეტის” დანერგვა ქედაში

307
0

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ,,საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაცია” პოლონურ მხარესთან ერთად ქედაში ახალი სერვისის – ,,სამოქალაქო ბიუჯეტის” დანერგვას მიმდინარე წლიდან გეგმავს. ქედის მუნიციპალიტეტი რეგიონში საპილოტეა. პროექტი ხელს შეუწყობს ბიუჯეტის დაგეგმარების პროცესის გამჭვირვალობას, მოსახლეობის ჩართულობის გაზრდას და მათი მოთხოვნების ბიუჯეტში მაქსიმალურად ასახვას.
ერთობლივი ინიციატივის ირგვლივ პირველი სამუშაო შეხვედრა 27 აპრილს გაიმართა, რომელსაც დავით დუმბაძე, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ჯემალ ტაკიძე, ასოციაციის პრეზიდენტი დავით ხოსრუაშვილი და პოლონეთიდან ურსულა მაჯესკა ესწრებოდნენ.
მიმდინარე წლის მაისიდან ქედის თვითმმართველობა აქტიურად დაიწყებს პროექტის წინა მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელებას. ამავე თვეში ჩაინიშნა მომდევნო სამუშაო შეხვედრაც.
პროექტის ირგვლივ დეტალური ინფორმაცია ეტაპობრივად გამოქვეყნდება.