მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება სასტუმრო „არმაზის“ მფლობელი ტრაგედიაში ქორეოგრაფს ადანაშაულებს

სასტუმრო „არმაზის“ მფლობელი ტრაგედიაში ქორეოგრაფს ადანაშაულებს

695
0

ქობულეთში დამწვარი სასტუმრო “არმაზის” მფლობელი შერმადინ ართმელაძე დატრიალებულ ტრაგედიაში ანსამბლ „სიხარული 2“-ის ხელმძღვანელს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ანსამბლის ხელმძღვანელები და პედაგოგები დილამდე ქეიფობდნენ, ბავშვები კი უყურადღებოდ ჰყავდათ მიტოვებული. ხანძრის გამომწვევი მიზეზები მისთვისაც უცნობია, თუმცა როგორც ართმელაძე ამბობს, ხანძრის დროს იმ ნომრის გახსნა სცადეს, სადაც ბავშვები დაიღუპნენ, თუმცა, კარი დაკეტილი იყო.
– იქ დაბლა ისხდნენ და სვამდნენ. მე ხომ ვერ შევხედავ მათ ბავშვებს, არ უნდა ჩაეკეტათ შიგნით. არ ვიცი ვინ დაკეტა კარი, ან  მასწავლებელმა ან მშობელმა. მე ხომ არ ჩამიკეტია. ვიცით, რომ ჩაკეტილი იყო, მერე კარები ვერ გატეხეს”, – ამბობს შერმადინ ართმელაძე. ართმელაძე მიღებულ ზარალზეც საუბრობს და ამბობს, რომ ის 2 მილიონ ლარს აღემატება.