საქართველოს პირველი არხი განცხადებას ავრცელებს, რომლესაც ,,აჭარა პს” უცვლელად გთავაზობთ.
“საქართველოს პირველი არხი ეხმაურება მის წინააღმდეგ რეპუტაციის შემლახავ მიზანმიმართულ კამპანიას და კატეგორიულად აცხადებს, რომ არხზე არ დახურულა არც ერთიპროექტი, მათ შორის, „ახალი კვირა“ და ამ დროისთვის გადაცემის გუნდის უკლებლივ ყველაწევრი არის მაუწყებლის ანაზღაურებადი თანამშრომელი. არხი მაყურებელს შესთავაზებსგადაცემის განახლებულ ფორმატს, რომელზეც სწორედ „ახალი კვირის“ გუნდი მუშაობს.
მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული ინსტიტუციის მიმართ, ხორციელდება ცილისმწამებლური, მიზანმიმართული კამპანია და ის ბრალდებები, რომლის ტირაჟირებაც ხდება, სრულიად უსაფუძვლო და საგანგაშოა, რადგან საქმე ეხება სარედაქციო პრინციპების დარღვევის ბრალდებას, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ბოლო წლების ფუნდამენტურიმონაპოვარია.
ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევების თანახმად, საქართველოს პირველი არხის მიმართ საზოგადოების ნდობა იზრდება. როგორც ჩანს, დამოუკიდებელი ინსტიტუციის გაძლიერება არარის ხელსაყრელი ზოგიერთი დაინტერესებული მხარისთვის, რაზეც მეტყველებსსაზოგადოებრივი მაუწყებლის რეპუტაციისა და იმიჯის შელახვის მიზნით წარმოებულიკამპანია.
მივიჩნევთ, რომ რადიკალურად პოლარიზებულ მედიაგარემოში სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებელი იცავს მკაცრად სარედაქციო პრინციპებსა და მედიასტანდარტს, რაც გამოიხატებამის დაბალანსებულ, მრავალფეროვან, ხარისხიან სატელევიზიო, რადიო და ონლაინპროდუქტში.
საზოგადოებრივ მაუწყებელში საქმიანობს მრავალი ღირსეული პროფესიონალი, ვისთვისაც, თმენის ვალდებულების მიუხედავად, კატეგორიულად მიუღებელია წარმოებული კამპანიის შინაარსი და არავინ დაუშვებს მათ პროფესიულ საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უხეშჩარევას.
ჩვენ ვისმენთ და ვითმენთ საყვედურებს, მაგრამ არა შეურაცხყოფას“-ნათქვამია განცხადებაში.