მთავარი ვიდეორეპორტაჟი კანონი და სამართალი საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

291
0

საქართველოს პროკურატურა კატეგორიულად გმობს ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ თბილისში მომხდარი უმძიმესი დანაშაულის ამსახველი ვიდეომასალის საჯარო გავრცელების ფაქტს.მსგავსი შინაარსის მასალის გავრცელება არ ემსახურება საჯარო ინტერესს, რადგან ამგვარი ქმედება წარმოადგენს ძალადობის წახალისებას, არღვევს დაზარალებულთა უფლებებს და ამავე დროს, აზიანებს გამოძიების ინტერესებს. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი ხასიათის და შინაარსის მასალის გავრცელებისა და ტირაჟირებისგან.საქართველოს პროკურატურა სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს.შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება ინტენსიურად გრძელდება დანაშაულის ჩამდენ პირთა გამოვლენის და დაკავების მიზნით. ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.