საქართველოში covid-19-ის 26 320 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 44 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათშში 84 658 ტესტი გაკეთდა.
დადებითობის დღიური მაჩვენებელია 31,09%, ბოლო 14 დღის – 23,4%, ბოლო 7 დღის – 26,38%.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 9 555 პირი.
დღიურად 6 714 აიცრა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსს 15 060 ადამიანი ემსხვერპლა.
რაც შეეხაბ აჭარას, რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2190 ახალი შემთხვევა დადასტურდა.