მთავარი ინტერვიუ „სიმართლისთვის თვალის გასწორების გარეშე ქართული საქმე არ გამოვა!“

„სიმართლისთვის თვალის გასწორების გარეშე ქართული საქმე არ გამოვა!“

1492
0

ევროკავშირის პერსპექტივა; რამდენად რეალურია გაწევრიანება იმის ფონზე, როდესაც ღია ტექსტით გვითვლიან გადაწყვეტილებების მიმღები პირები; რომ არც გეოპოლიტიკურად, არც გეოგრაფიულად არ მივეკუთვნებით მათ ოჯახს. მაკრონის ამ აღიარებას, „მიშისტურ“ არხებზე ისეთი ისტერიკა და შეფასებები მოჰყვა, ვითომცდა „ოცნების“ წარუმატებელი საგარეო პოლიტიკის შედეგია, ეს მისი გულწრფელი განცხადება. მათთან აფილირებულ გარკვეულ წრეებში კი, მყისვე აპოკალიპტიკურმა განწყობებმა იმძლავრა; ჩვენთან ხომ რელიგიის ნაწილია ლამის, ევროკავშირში ეს დაჩემებული გაწევრიანება და თანხმლები ყოფითი რუსოფობია. რომელსაც, ეს ძალები პარალელურად აღვივებენ, და რისთვის, ნუთუ ე.წ. პროდასავლური განწყობის დასტურად? ამ და სხვა თემებზე თავის მოსაზრებებს გვიზიარებს პუბლიცისტი დავით ჩხარტიშვილი.

  • ვგონებ, უფრო საკუთარი რიგების შედუღაბებისთვის ხდება ეს. როგორც ასეთი, იდენტიფიკაციის ერთ-ერთი მარკერია რუსფობია. მოგეხსენებათ, იმის მერე რაც სააკაშვილის ფიგურა გროტესკად იქცა, ე.წ. ევრო-ატლანტიკური პარტიები კი სამვკდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებულნი არიან ერთმანეთზე – მათგან კი, ყოველდღიურ „სამზარეულოს“ რეჟიმში ვისმენთ ბრალდებებს ერთმანეთის მიმართ, რუსოფობია რჩება იმ ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემაკავშირებელ ბერკეტად, რაც აძლევთ ამ დაქსაქსულ დაჯგუფებებს საშუალებას, შედარებით ერთიან ძალად იგრძნონ და წარმოაჩინონ თავი. ამას მშვენივრად ხვდება მათ პლატფორმაზევე მდგომი და კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული მედიაც. უწყობს ხელს და მსგავსი მარკერებით უფრო მეტად აღვივებს ქსენოფობირ განწობებს. თუმცა, ვისარგებლებდი რა შემთხვევით და შევახსენებდი სოციალურად უპასუხისმგებლო ჟურნალისტების მაგ კოჰორტას, რომ ჰააგაში ახლა, სწორედ რომ ერებს შორის შუღლის გაღვივებისთვის მიმდინარობს სასამართლო 89 წლის ჟურნალისტ ფელისიენ კაბუგაზე. რუანდას გენოციდის ამბები მაქვს მხედველობაში, სადაც 90_იანებში, მედიის მოწოდებებს 900 000 ტუტსის ამოხოცვა მოჰყვა. მაშინ ე.წ. „ათასი ბორცვის თავისუფალი რადიოს და ტლევიზიის“ მთავარმა რედაქტორმა ივაჟკაცა და თავისი კაცთმოძულე გადაცემებით ლომის წილი შეიტანა ჟლეტაში. მადლობა უფალს, ჯერ-ჯერობით მაქამდე ჩვენთან არ მისულა საქმე; მაგრამ არანაკლები სიძულვულის ენა და მასობრივი მკვლელობებისკენ მოწოდებები გაისმის მეინსტრიმული „მიშისტური“ არხებიდან.
  • იქნებ იმიტომაც რომ, სხვა ტიპის მთავრობა და ჟურნალისტების, მაგ დაჯგუფებისგან განსხვავებით, მეტადრე პასუხისმგებლიანი ძალოვნები გვყავს?
  • ამის გარეშეც არაა რა თქმა უნდა; მაგრამ თუ ეს აღვირახსნილი ქსენოფობიური კამპანია, რომლის ავანგარდში ჟურნალისტები დგანან ვერ შეაჩერეს დროზე, ნამდვილად არ გამოვრიცხავ ცალკეულ ექსცესებს ეთნიკურ ნიადაგზე. რასაც, შესაძლოა დომინოს პრინციპით, 90-იანების დარი უმართავი პროცესები მოჰყვეს. საქმე იქამდეც მიდის მაგ არხებზე, რომ ცალკეული რესპოდენტები, რუსი ბავშვების მოკვლითაც იმუქრებიან.
  • ყოველი ასეთი მოწოდების მერე დასაჯე ერთი, მეორე და მესამე! ყველანი, ვინც ჟურნალისტის პროფესიას ჩირქს სცხებს ასეთი ქცევით. ისინი, ვინც პერმანენტულად სიძულვილს თესავს ერში და ხალხებს შორის. ვინც სახელადაა ჟურნალისტი და სინამდვილეში რეაქციული იდეოლოგიის პროპაგანდისტია. ბოლო-ბოლო, ჩამოართვი ლიცენზია მასეთ არხს. უნივერსალური მორალი და კანონიც ხომ ამას გვავალდებულებს და ნუთუ, ასეთი ფაშისტური გზავნილების მერე რთულია ამის გაკეთება? ხომ დაიჭირეს ნიკა გვარამია და სხვა რა გახდა?
  • ოდიოზური ნიკა გვარამია, კია მაგ კლასტერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სულისჩამდგმელი და თვალსაჩინო დირიჟერი. მართლაც, ის სავსებით სამართლიანად მოათავსეს იზოლაციაში, მაგრამ პროცესის აღსაკვეთად ეს როდია საკმარისი. მისი კანიბალური იდეების პროვაიდერად იმდენი საცეცი და გავლენის აგენტი დარჩა გარეთ, რომ უარესი ფორმებიც კი მიიღო ამ პროცესმა. გვარამია, ასე თუ ისე აკონტროლებდა დისკურს – დოზირებულად ტრანსლირებდა პატრიოტიზმის სოუსით მორთმეულ სიძულვულს და იხევდა უკან, როცა ლეგალურობის ზღვარს მიუახლოვდებოდა. მისმა მიმდევრებმა კი, როგორც სჩვევიათ ხოლმე ხუნვეიბინებს, არც იციან სად გადის ზღვარი ჩვეულებრივ ფაშიზმსა და აზრის თავისუფალ გამოხატვას შორის. აი იმ პროცეს ჰგავს ეს ყველაფერი, როდესაც ქუჩის მსხვილი ავტორიტეტის ლიკვიდაცია მოხდება და მის ადგილს მრავალრიცხოვანი წვრილფეხა „შპანა“ იკავებს. მატულობს ამ შემთხვევში დანაშაული; ნარკოტიკი, აზარტული თამაშები, მეძავეები და აბსოლუტურად უმართავ ქაოს იძენს ე.წ. ქუჩური ცხოვრება. მოკლედ, ასეთი ნაჯახისებური მეთოდით მაგ პრობლემასთან ბრძოლა, იგივეა, რომ სიმპტომებს უმკურნალოს ექმიმმა და არა გამომწვევ მიზეზს. მეტადრე სიღრმისეული სამუშაოებია მაგ დელიკატური მიმართულებით ჩასატარებელი-მეთქი.
  • რადგანაც რუსოფობიას ამ დოზით შევეხეთ, იქნებ უფრო შორსაც წავიდეთ და კელი დეგნანის განცხადებაც გავიხსენოთ, სადაც ის ამტკიცებს რომ; „ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველებს ახსოვდეთრუსეთია, ვისაც თქვენი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. რუსეთია, ვინც სცადა თქვენი ენის მოკვლა. რუსეთია, ვინც წაბილწა თქვენი ეკლესიები და ისინი საჯინიბოებად გამოიყენა. თუ რაიმე კითხვა არსებობს, რას ნიშნავს რუსეთის მეგობრობა საქართველოსთან, ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოთ, უნდა შეხედოთ ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლს. თქვენი მეგობრები იმყოფებიან აშშსა და ევროპაში და ეს არის გზა საქართველოსთვის მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისკენ“. – ამბობს ეს ქალბატონი და რამდენად მიესადაგაბა ასეთი მტკიცებულება სინამდვილეს, ზოგადად მის სტატუსსაც?
  • პირველი; ცოტა არ იყოს უხერხულია, ერთ-ერთი პროტესტანტული მიმართულების მიმდევარი, მსგავსი კონოტაციით სწუხდეს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე. ზედაპირზეა აგრესიული თვალთმაქცობა და რეალური მოტივებიც ნათლად სჩანს. სტატუსსაც, კლასიკური დიპლომატიური ეტიკეტით არანაირად არ შეესაბამება, თუმცა ტიკ-ტოკერების ხანაში რა არ მოსულა. მეორეა და; ჩვენ მშვენივრად ვიცით და გვახსოვს ვის მიერაა ოკუპირებული საქართველოს 20 %, ასევე რომელი ქვეყნის გეოსტატეგიულ თამაშს შეეწირა ეს ტერიტორია. მაგრამ ქალაბატონი დეგნანისგან განსხვავებით ვეძებთ დეესკალაციის, და არა დაძაბვის გზებს ჩრდილოელ მეზობელთან. რომ ბოლო-ბოლო, მოგვეცეს საშუალება კონტაქტზე გავიდეთ ჩვენს აბხაზ და ოს ძმებთან. რომ უშუალოდ მათ დავუმტკიცოთ; საქართველო აღარაა 90-ანი წლების ბნელი, ანარქიული წარმონაქმნი და არც სააკაშვილის დროინდელი მილიტარისტური ბანაკი. რომ ჩვენი იარაღი დღეს და სამომავლოდაც, კულტურული ექსპანსიაა, გულწრფელობა და დოქტრინის დონეზე, სხვა დიდი ქვეყნების თამაშებში, პაიკის როლის შესრულებაზე პრინციპული უარი. მერედა, რა მოსატანია კელი დეგნანის ისტორიის შერჩევითი ცოდნა, როდესაც ილია მართალი გვყავს? განა არ ამბობს ის, რომ  „რუს და ქართველ ხალხთა ტრადიციული ურთიერთსიყვარული ჩვენთვის უფროა საჭირო, ვიდრე რუსთათვის, ვინაიდან ამაშია ჩვენი კეთილდღეობის, ჩვენი ხსნის ერთადერთი საწინდარი“_ო? ამიტომ, რაც არ უნდა ილაპარაკონ სხვადასხვა ჯურის „კონიუქტურშჩიკებმა“ დღეს, ასეა ეს ილიასეული ანდერძის მიხედვითაც. რაც პირველხარისხოვანია ვექტორის არჩევანისას, თავი რომ ეროვნულ ინტერსებს, ეგზისტენციალურ საშიშროებებს ცვალებად სამყაროში და სხვა უამრავ ფაქტორს გავანებოთ.
  • ეს, თუ ჩავყვებით საკითხს ბოლომდე, პოპულისტობას მოვეშვებით და სპეკულაციების მიღმა, მედგრად დავდგებით არა?
  • აბა, სხვაგვარად როგორ უნდა იყოს? თამამი იდეოლოგიის, სიმართლისთის თვალის გასწორების გარეშე, სირთულეების გადადებით და მწვავე პრობლემების თავიდან აცილებით, არ გამოვა ქართული საქმე. სხვათა შორის, ამას გვასწავლიდნენ საქართველოს დამფუძნებელი სხვა მამებიც. ბოლო-ბოლო საკმარისია ილიას, „საქართველოს რუსეთთან შეერთების 100 წლისთავის“ აღნიშვნაზე წერილი წაიკითხო, რომ მიხვდე, რა უტიფრად სტყუის აშშ-ს ელჩი და მასზე აყოლილი აქაური ვესტერნიზირებული ამალა. ესაა სწორედ რომ ის მცირერიცხოვანი, მაგრამ კარგად ორგანიზებული, დაფინანსებული და მოტივირებული ხალხი, ვისი დემაგოგიის მსხერპლია, აწ უკვე მერამდენე დეკადა, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი.
  • არადა, გარდა ნახსენებისა, უამრავ სხვა პუბლიცისტურ წერილში დაჟინებით იმეორებს ამას წმინდანი და ქალბატონმა კელიმ, ეტყობა არც იცის, თუ რას ნიშნავს ქართული მასობრივი ცნობიერებისთვის ილია ჭავჭავაძის ფიგურა და რა რაოდენობის თანხაც არ უნდა დააყაროს აქ გრანტების სახით გარკვეულ წრეებს, ილია მართალს მაინც ვერ გადაფარავს.
  • საქმე იმაშია, რომ მშვენივრად იცის ქალბატონმა ელჩმა, რა და როგორაა სინამდვილეში. კარგად ისიც იცის, რომ historiaest magistra vita (ლათ. ისტორია ცხოვრების მასწავლებელია) და ვინც აკონტროლებს ისტორიულ ნარატივებს და მითოლოგიას, აკონტროლებს აწყმოს და მომავალსაც. წინააღმდეგ შემთხვევავაში, სახელმწიფო დეპარტამენტი, ასეთ რთულ რეგიონში არ გამოაგზავნიდა კონკრეტულად მას. უმაღლესი კლასის პროფესიონალია და ყველა ნაბიჯზე ქართველების რეაქციები გათვლილი აქვს. რაციონალური და ცივი ქალბატონია, გარეგნული სპონტანურობის და მოჩვენებითი მიამიტობის მიუხედავად.
  • ზოგადად, ისტორია, პროპაგანდა, რუსეთის იმპერიული ზრახვები, აშშ-ს მზაკვრული პოლიტიკა და ყოფითი ქსონოფობია ერთმანეთზე გადახლართულია. იმდენად კომპლექსური მოვლენაა, რომ სრულყოფილად, ამ კონკრეტული ინტერვიუს ფორმატში ახსნა შეუძლებელია. ვატყობ მთელი კულტოროლოგიური კვლევის საგანია, ეს რომ ჩაუღრმავდე და ყველა კითხვას ამომწურავად გასცე პასუხი. რადგანაც, ერთი ფაქტის არდანახვაც კი გვაშორებს ერთიანი სურათის აღქმისგან. ამიტომაც, ვეცადოთ პრობლემის არსის დეტალიზირებულ გადმოცემას ხელმისაწვდომი ოპტიკით, ისე რომ, საერთო სურათს მივუახლოვდეთ ტრენდის და არა ფაქტების დეტალური განხილვით.
  • კეთილი, და არცაა ეს აუცილებელი; რადგანაც დაინტერესებული პირი თავადვე გადაამოწმებს ცალკეულ დეტალებს და დარწმუნდება ჩემი მტკიცებულებების უტყუარობაში. მოკლედ, აქ ორი სხვადასხვა კონცეფციის შეჯახება მიდის. ქალბატონი დეგნანი ფაქტებს გვაწვდის კონტექსტის გათვალისწინების გარეშე. დეკონტექსტუალიზაციის შემთხვევაში კი, ფაქტს იმის მიხედვით შემოატრიელებ და დატვირთავ, თუ რა მიზნისთვის გჭირდება მისი გაჟღერება. მაგალითად, მართალია ქალბატონი დეგნანი იმაში, რომ ოკუპირებული ტერიტორიაა და გარკვეულ ეტაპებზე ქართულ ენასთან დაკავშირებით პრობლემები იყო. მაგალითად, როდესაც ალექსანდრე Ш მკაცრ რუსიფიკატორულ პოლიტიკას ატარებდა მთელი იმპერიის მასშტაბით. მაგრამ ალექსანდრეს გარდა ხომ ვორონცოვიც იყო და ა.შ., არც საჯინიბოებად უქცევიათ რუსებს ეკლესიები და ოკუპაცია კიდევ, „დიდი თამშის“ ერთი-ერთი ეპიზოდია, რომელიც სავსებით გამოსწორებადია, ოღონდ არა კელი დეგნანის და მისი ხელმძღვანელობის რეცეპტებით.
  • მეუფე იოანე გამრეკელის სიტყვები არ შემიძლია, რომ არ მოვიყვანო ნათქვამის დასტურად;სამწუხაროდ, ვრცელდება მოარული შეხედულება, რომ რუსებმა შურის გამო გადაათეთრეს ჩვენი ტაძრები და ქართულ ენაზე წირვალოცვა აკრძალეს. ეს განცხადება ვიღაცამ ოდესღაც გაავრცელა და ბევრმა აიტაცა ისე, რომ არც გააანალიზა, რაში იყო საქმე. საერთოდ ტაძრები კი არ შეუთეთრებიათ, არამედ რუსეთის მეფის საქართველოში სტუმრობის წინ, გზაზე, რომელზეც მას უნდა გაევლო, იმ ტაძართა კედლები, რომლებზეც ფრესკების მხოლოდ ფრაგმენტებიღა იყო, რადგან მათი რესტავრაციის ან ხელახალი მოხატვის საშუალება არ იყო, შეათეთრეს და ხატები დაკიდეს“. რამდენი ასეთი ცრურმწენა და არქაული მითია კიდევ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნაიარევ ქსოვილზე?
  • უამრავი, და იქნება მასეც. სანამ ამ ისტორიულ და თანამედროვე ფორმებსა და მიზნებს ასე ვთქვათ სინთეტიკურად, ერთობლიობაში ვერ დავინახავთ – ყოველთვის შეძლებს დაინტერესებული პირი თუ ძალა, კონტექსტამოგლეჯილი ფაქტების ისე შეკოწიწებას, რომ თეთრი შავად, შავი კი თეთრად მოაჩვენოს მასას.
  • არადა, ვითომცდა ანბანური ჭეშმარიტებაა; რაც არ უნდა ილაპარაკოს დღეს მავანმა, რომ ევროპული კულტურის განუყოფელი ნაწილი ვიყავითო, ქართული კულტურის სიღრმისეული ევროპეიზაციაც სწორედ ხომ რუსეთის საფარქვეშ მოხერხდა. აბა გავიხსენოთ ლერმონტოვის „Она цвелас тех пор в тени своих садов, Не опасаяся врагов, 3а гранью дружеских штыков…“. აღმოსავლეთ საქართველოს განა ე.წ. ვალი, ირანის „ნამესტნიკი“ არ მართავდა და თურქი, დასავლეთის სამ ქართულ სახელმწიფოს „ტყვეთა სყიდვისთვის“ არ იყენებდა? ქართული ეკლესიაც, ასევე ორად არ იყო გაყოფილი? საერთოდ, ნებისმიერი მოვლენის ავ-კარგიანობა იმით ისაზრვრება, შედეგად რას იღებ და განა არ იყო ისე, რომ იმაზე ბევრად უკეთესი მივიღეთ, რაც გაგვაჩნდა მე-19 საუკუნის დასაწყისში?
  • ისტორია მრავალწახნაგოვანი ფენომენია. ბევრი საწყენიც გვახსოვს რუსისგან, მაგრამ ვინმე ამტკიცებს, რომ რუსეთის იმპერია ოდესმე ალტრუისტთა კლუბი იყოო? ვის ჰქონდა საერთოდ ამის მოლოდინი – არ იყო ქართველები არასოდეს ისეთი მიამიტი, როგორც ამის წარმოჩენა სურს დღეს ზოგიერთს. მშვენივრად ესმოდათ, რომ ყველაფერს მისი საფასური გააჩნია. მერედა, აქ მმართველობების შედარებაა უმნიშვნელოვანესი. იმაზეა საუბარი, თუ რა მოუტანა რუსმა და რომ არ ყოფილიყო რა იქნობოდა. ხოლმეობითი ბრუნვა არ იცის ისტორიამო; მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არ ყოფილიყო რუსული ინტერესი, არც საქართველო იარსებებდა დღეს. შედარებითია ხომ ყველაფერი და რომ დაადარო რუსის იმპერია ანგლო-საქსონური ქვეყნების ქცევას თავ-თავიანთ კოლონიებში, ბევრად მომგებიანად გამოჩნდება რუსი. სწორად გამიგეთ, არანაირად არ ვამართლებ მათი სახელმწიფოს გადაცდომებს, მაგრამ იმასაც ვხედავ, კარგი რა გააკეთეს ჩვენთვის.
  • იქნებ უადგილო ასოციაცია მიჩნდება, მაგრამ არის ფსიქოლოგიაში ასეთი ცნება, „კალეიდოსკოპური კრეტიზმი“. როდესაც საშუალო სტატისტიკური ადამიანი აღვირახსნილი პროპაგანდის გამო ვერ ხედავს, ან ვერ წვდება მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს. არახალია და არც უნიკალური არაა ეს პრობლემა როგორც ჩანს-თქო და რა გზით შეიძლება ამ სავალალო ვითარების გამოსწორება?
  • ინდუსტრიულ დონეზე ხდება მათი ცნობიერების ფორმირება, შესაბამისად მასეთივე მეთოდებითაც უნდა გამოსწორდეს. ტყუილ-მართალი, აქ ისეა გადახლართული ერთმანეთში, კომიქსებზე გაზრდილ თაობას კი ისე აქვს არეული კოორდინატთა სისტემა, დამატებით, სააკაშვილის დროს აღმოცენებულ ამ მითოლოგიას იმდენად ბევრი და პასიონარი აპოლოგეტი ჰყავს, რომ დემითოლოგიზაცია, ინსტიტუტების დონეზე უნდა მოხდეს. მაგალითად, ყველა ეროვნული ძალის და მედიაპლატფორმის კონსოლიდაციით ახალი დოქტრინის ირგვლივ, რომელსაც პარლამენტი ამტკიცებს. ერთიანი, განმანთლებელი-ენციკლოპედისტების დარი მასობრივი აქტივობებით თუ მოხერხდება მყისიერი გარდატეხა. არადა, გრძელვადიანი და შრომატევადი პროცესი გველის წინ, თუ ცალკეული აქტივობებითა და აქტივისტებით შემოვიფარგლებით. რისი ფუფუნება საქართველოს ნამდვილად აღარ აქვს, რადგანაც წინ ურთულესი პერიოდი გველის. ასეთი, ტრენდული, უმარტივესი რეფლექსიის პირობებში, სადაც „კარგია“, როცა შენი ტომის წარმომადგენელი მიდის სხვა ტომში გასაუპატიებლად. „ცუდი“ კი ისაა, როდესაც იმ სხვა ტომის წარმომადგენელი მოდის შენი ტომის წევრის მოსაკლავად; ძალზე ადვილია ერის წამოგება ისეთი ტიპის პროვოკაციაზე, რაც რამოდენიმე იმპერიის ისტორიული მიზნების მიღწევას დაეხმარება. ისევ და ისევ ჩვენი სახელმწიფოებრიობის ხარჯზე და მხოლოდ რუსეთი როდი მყავს მხედველობაში. მაგათ გარდა უამრავი სხვა, დიდი თუ პატარა მტაცებელი დაწრწის სამეზობლოში.
  • „სასარგებლო იდიოტები“ ნამდვილად მრავლად გვყავდა და გვყავს. საჭიროა, მაგრამ ვინაა ამ სახელმწიფოებრივი საქმის გამკეთებელი? თამადობის კულტი სუფევს უმაღლეს თანამდებობებზეც, არათუ მასაში. ამიტომაც, უპერსპექტივოდ მიმაჩნია ეს საქმე და სამწუხაროა, რომ სხვაგვარად ვერაფერს გახდები. ისევ, თვითდინებას თუ მიჰყვება ქვეყანა და უფალი გადაარჩენს.
  • ესეც ხომ არახალია. ჰარი-ჰარალეობა ლამის სისხლში გვაქვს გამჯდარი; იყო ასეთი, რუსეთის სამხედრო მზვერავი, არმიის გენერალ-მაიორი პავლე სიტინი. 1920 წელს ის წერდა რომ «в своей победе грузины нисколько не сомневаются и уверены, что они “шапками закидают” своих врагов, которые, по их мнению, едва ли посмеют тронуть Грузию». 21-ში რაც მოხდა ქე ვიცით ყველამ; ამიტომაც თვითდინება დაუშვებელია. რადგანაც, წინა საუკუნის ოციანი წლების მსგავს ისტორიულ დისპოზიციაზე იმყოფება თანამედროვე საქართველო. რისი თქმა მინდა და, ერთი კლასიკოსის არ იყოს – ისტორია სასტიკად სჯის იმათ, ვინც არ სწავლობს მის გაკვეთილებს_ო.
  • კეთილი, მაგრამ დავუბრუნდეთ ძირითად თემას; ყბადაღებულ ევროკავშირის პერსპექტივას საქართველოსთის და მაკრონის აღიარებას, მაგ გეზის უპესპექტივობაზე. რის სანააღმდეგოს წვეთი წყლის სიჯიუტით იმეორებს კელი დეგნანი; კერძოდ, რომ ქართველებს უსაზღვროდ ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ როდესაც ერთიანდებიან ევროატლანტიკური მომავლისთვის“ და ამათგან რომელს უნდა დავუჯეროთ?
  • Common sense_ს, ანუ საღ აზრს! მაკრონის სიტყვებს რომ გაუგო, ელემენტარულად უნდა იცოდე გარდა „მიშა-მიშას“ ძახილის, სადღეგრძელოებისა და დროშების ფრიალის, თუ რას წარმოადგენს ზოგადად გოლისტური პოლიტიკა. მერედა, ჩვენი გაწევრიანება-არგაწევრიანების თაობაზე მხოლოდ საფრანგეთის პოზიცია ხომ აღარაა უარყოფითი. სხვა პასუხისმგებლიან ქვეყნებშიც მსგავსი პრაგმატული მიდგომებია ჩვენს მიმართ. თუმცა, სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ არის კიდევ ევროკავშირში და ნატოშიც ისეთები, ვინც მზადაა დღესვე გააწევრიანოს საქართველო ევრო-ატლანტიკურ სივრცეში. პათოლოგიური რუსოფობები, პრიბალტები მაგალითად და პოლონეთი. ფაქტი, რომელსაც დეგნანი და აქაური „მიშისტები“, ასევე ნეოლიბერალები ჩაეჭიდნენ. ყოველ შემთვევაში დეკლარირებული ასე აქვთ, და თუ რა იქნება, როდესაც საქმე-საქმეზე მივა, თუ მივიდა საერთოდ და დავუშვათ სერიოზულადაც დადგა ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი, იქნებ უკან წაიღონ კიდეც თავ-თავიანთი ლიტონი სიტყვები.
  • ვგონებ ასეც მოხდება! თუნდაც იმის გამო დაიხევენ, რომ ყველა მაგ ქვეყანას, ისტორიულად ძალზე რთული შეხება გააჩნია რუსთან, რომელიც სიტყვაზე არასოდეს დამთავრებულა მათ სასარგებლოდ.
  • საქმე იმაშიცაა, რომ სინამდილეში არავინ ეკითხება მათ, ხვალ რა ამინდი იქნება ზოგადევროპული მასშტაბით. ამერიკა, ძალზე შორსაა და იხრჩობა საკუთარ პრობლემებში, მით უფრო, მეზობლად უკრაინის ამბები მძვინვარებს და არსებობს რეალური საშიშროება, რუსმა გაიხსენოს იმპერიული დიდების წუთები და იქიდან, პირდაპირი მარშით მათ გადაწვდეს ანტირუსული რიტორიკის გამო. მოგეხსენებათ, აწუხებს ფანტომური ტკივილები და იზამს კიდეც საბჭოეთის დაშლით მიყენებული ტრავმების მოსაშუშებლად – თუ წონადი «casus belli» გამონახა. მაგენი, ბაქი-ბუქა პოლონელებისგან განსხვავებით, რომლებსაც ჩერჩილი ევროპის ტურებს უწოდებდა, უკან დამხევი ნამდვილად არ არიან როცა ღირსების ომს ეხება საქმე და მესამე მსოფლიოს კი, რუსეთის იმპერიის ყოფილი ნაწილების გამო არავინ დაიწყებს.

ესაუბრა ჯემალ მეგრელიძე