მთავარი ვიდეორეპორტაჟი კანონი და სამართალი სიტუაცია რომ განიმუხტოს, ხელისუფლებამ ხალხის მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს

სიტუაცია რომ განიმუხტოს, ხელისუფლებამ ხალხის მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს

788
0

– „მინდა მივმართო ხელისუფლებას, თუ რელურად გვინდა განიმუხტოს არსებული ვითარება რაც შეიძლება უმოკლეს ვადაში გათავისუფლდეს დაკავებული 6 ადამიანი. დაუყონებლივ უნდა დატოვოს თანამდებობა საპატრულო პოლიციის აჭარის სამართველოს უფროსმა. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია მოვლენები განვითარდეს არასასურველი გზით, მითუმეტეს იმ ფონზე როცა ჩასაფრებული არიან გარე და შიდა არაკეთილმოსურნე ძალები რათა ვითარება სათავისოდ და ჩვენთვის საზიანოდ გამოიყენონ“… – ასეთია უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძის მოსაზრება, რომელიც მან საკუთარ ფეისბუქგვერდზე რამდენიმე წუთის წინ დააფიქსირა.

უფლებადამცველი მერაბ ბლადაძე კი ხელისუფლებას სროლის შეწყვეტისაკენ მოუწოდებს და დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას სთხოვს. მერაბ ბლადაძე საკუთარ ფეისბუქპოსტში სასტიკად გმობს მომიტინგეთა მხრიდან პოლიციის მანქანების დარბევას.

-„პოლიცია მოქალაქეთა დაცვის ნაცვლად თავდაცვაზეა გადასული… აქციის მონაწილეებმა არ გაატარეს სასწრაფო დახმარების მანქანა. როდემდე გაგრძელდება ეს უმსგავსოება?“ – წერს ჟურნალისტი მარინე კუპრეიშვილი.

-„გამოფხიზლდით, ვიდრე ქვებს ტყვიებით შეცვლიან!!!
ეს იცის კოჰაბიტაციამ, ბრძენებო!!!“ – ასე ეხმაურება ბათუმის მოვლენებს ყოფილი პარლამენტარი თამაზ მეჭიაური.

-„აჭარის არ ავტონომია, რომ გვამია დღესაც დადასტურდა… ავტონომიის არც ერთი ხელმძღვანელი პირი არ შეხვდა აღელვებულ მოსახლეობას… რეგიონის პირველ პოლიციელს აჭარის მოსახლეობა უნდა ირჩევდეს ან მინიმუმ ადგილობრივი ხელმძღვანელობის წარდგინების საფუძველზე უნდა ინიშნებოდეს… ამით უფრო მეტი ლეგიტიმაცია ექნებოდა სამართალდამცავი ორგანოების ქმედებებს“… – ასეთია უფლებადამცველი რამინ პაპიძის პოზიცია.