მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება სტიქიამ პრობლემები ბათუმსაც შეუქმნა

სტიქიამ პრობლემები ბათუმსაც შეუქმნა

574
0

გუშინ ღამით მოვარდნილმა ძლიერმა ქარმა ბათუმში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, „დღეიდან განხორციელდება დაზიანებული სახურავების დროებით ბრეზენტით გადახურვა და დაპროექტების სამუშაოები. რამდენიმე დღეში კი დაიწყება სახურავების სრული რეაბილიტაცია“. ქარმა ევკალიპტის ხეც დააზიანა. გამწვანების სამსახურმა დილიდანვე განახორციელა დამტვრეული ტოტებისა და წაქცეული ხის გატანის სამუშაოები. ქარმა ხეები წააქცია ფრიდონ ხალვაშის გამზირზე და ხელვაჩაურში. მათგან ერთი სახლს დაეცა, ერთმა კი ავტომობილი დააზიანა. შპს „სანდასუფთავებამ“ 01:00 სთ-დან დაიწყო წაქცეული ურნების გასწორება და ნაგვის გატანა. დილის 05:00 სთ-დან კი, გეგმის მიხედვით გაგრძელდა ქუჩების დასუფთავების სამუშაოები.

ხვიჩა მამულაძე