შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ ებრალიძემ მოქალაქეთა ღია მიღება გამართა.შეხვედრაზე მოსული მოქალაქეების მოთხოვნები ძირითადად მეწყერსაშიშ ზონებიდან ადგილმონაცლეობას, დამეწყრილი ტერიტორიის გამაგრება-მოწესრიგების საკითხებს შეეხებოდა.
გამგებელმა გულდასმით მოუსმინა მოქალაქეებს და შესაძლებლობის ფარგლებში პრობლემების მოგვარებაში დახმარება აღუთქვა.