მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

273
0

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და ბათუმის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების მომზადება და განხორციელება კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით. ორი უწყება ითანამშრომლებს ბათუმში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციის, ასევე, ძეგლების მოვლა-შენახვის მიზნით. მემორანდუმით ასევე გათვალისწინებულია ბათუმში მდებარე ძეგლთა ინვენტარიზაცია, კულტურული მემკვიდრეობის საინფორმაციო ბაზის შექმნა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების თაობაზე არსებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გაცვლა. მემორანდუმს ხელი ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა ლაშა ასლანიშვილმა დღეს მოაწერეს.