მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ფაშიზმზე გამარჯვებიდან 72 წელი გავიდა

ფაშიზმზე გამარჯვებიდან 72 წელი გავიდა

241
0

9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა. გმირთა ხეივანში შეკრებილ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებსა და მათი ოჯახის წევრებს აჭარის მთვრობის, უმაღლესი საბჭოსა და ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიულოცეს. ვეტერანებმა თანამებრძოლები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ბათუმში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 26 ვეტერანი ცხოვრობს. ომის ვეტერანები და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები მერიისგან ერთჯერადი მატერიალური დახმარების სახით 300 ლარს მიიღებენ. გმირთა ხეივანში შეკრებილებმა მოგვიანებით საბჭოთა კავშირის გმირის ანატოლი კაჭარავას საფლავი და ფერიის ძმათა სასაფლაო გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს. 9 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება სასულე ორკესტრის თანხლებით მიმდინარეობდა. ღონისძიებები ვეტერანებისადმი მიძღვნილი საზეიმო ბანკეტით დასრულდება.