დაბაში, წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ევდემოზ ალელიშვილი, მორწმუნეებთან ერთად, უძველეს საშობაო ტრადიციას – ალილოს მსვლელობას ამ წუთებშიც მართავს.
მგალობლებს კალათებით მიეგებნენ ქედის თვითმმართველობაში. მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა შობის დღესასწაული ყველა მართლმადიდებელს კიდევ ერთხელ მიულოცეს.
ალილო ერთგვარი ქველმოქმედების ზეიმიცაა – საშობაო მსვლელობის მონაწილეები, შეგროვილ შესაწირს, დღის ბოლოს გაჭირვებულ ოჯახებს გადასცემენ.