მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ქობულეთში ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი 2017“ ჩატარდა

ქობულეთში ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი 2017“ ჩატარდა

294
0

ქობულეთის კულტურის სახლში ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი 2017“ ჩატარდა. „ქობულეთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული წმ. მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური სკოლის IX კლასის მოსწავლე რატი თხილაიშვილმა მოიპოვა. იგი ინტელექტუალური ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაზე გააგრძელებს ასპარეზობას.
ეტალონის მონაწილეებს ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე ქობულეთის რესურსცენტრის დირექტორთან მადონა გოგიტიძესთან ერთად მიესალმა და წარმატებები უსურვა. მათ პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
ინტელექტუალური ჩემპიონატი ზოგადი განათლების ხელშეწყობის მიზნით განათლების განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა. ჩემპიონატში მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების 75 მოსწავლე ასპარეზობდა. საკონკურსო შეხვედრა სახელოვნებო და საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მუსიკალური ნომრებით გაამრავალფეროვნეს