მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი ქობულეთში „ნარინჯისფერი დღეები“ გრძელდება /ვიდეო/

ქობულეთში „ნარინჯისფერი დღეები“ გრძელდება /ვიდეო/

286
0

https://www.youtube.com/watch?v=wlMOJ5YwodE&ab_channel=%E1%83%A2%E1%83%9512TV12

ქობულეთში წარმატებით გრძელდება ხელოვნების მე-18 საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსი „ნარინჯისფერი ქობულეთი“, რომელიც 24 ივნისს საზეიმოდ გაიხსნა და დღემდე 5 კონცერტზე 60-ზე მეტ წარმატებულ თვითმოქმედ კოლექტივს უმასპინძლა.

წელს ნარინჯისფერ ფესტივალზე უკრაინელ შემსრულებელთა სიმრავლეა, რაც საქართველოსადმი ამ ქვეყნის წარმომადგენელთა დიდ ინტერესზე მიუთითებს,

ქართულად ამღერებული ეს უკრაინული ანსამბლი ქობულეთში ხერსონის ოლქის სოფელ კოზაჩილაგერიდან ჩამოვიდა, მას არაჩვეულებრივი ქალბატონი ირინა კერივნიკ-კონოვალენკო ხელმძღვანელობს, მოყვარულ მომღერალთა ამ ანსამბლმა ნარინჯისფერ სცენაზე ნამდვილი ცეცხლი გააჩაღა და კონკურსის უმაღლესი ჯილდო – გრან პრიც დაიმსახურა.

კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტი აჭარის და არა მარტო აჭარის რეგიონის უკეთ გაცნობის მიზნით უცხოელ სტუმრებს კონცერტებთან ერთად რეგიონის ღირსშესანიშნაობებსაც ათვალიერებინებს, იმართება გაცნობის საღამოები, სადაც ქართველი და უკრაინელი კოლეგები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ. კონკურსში მოპოვებული წარმატების შემდეგ ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა ხერსონელი მომღერლები ხაშურის თოჯინების თეატრის დასს შეახვედრა, ქართულ-უკრაინული ურთიერთობების ტრადიციამ აქაც თავის გაიტანა, სტუმრებიცა და მასპინძლებიც ერთმანეთს ძალიან მალე გაუშინაურდნენ.

ნარინჯისფერ ფესტივალს ბელორუსი და ყაზახი კონკურსანტებიც შემოუერთდნენ, შთაბეჭდილებებით დატვირთული უკრაინელი სტუმრები ახლა ალბათ ნანახსა და განცდილს სამშობლოში თავიანთ მეგობარ-ახლობლებს უყვებიან.

„ნარინჯისფერი ქობულეთი“ ახალი სტუმრების მოლოდინშია, 24 და 31 ივლისს მაყურებელს მორიგი კონცერტები ელოდება.