ქობულეთში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მშნებლობა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჩაქვის ძალოსანთა ბაზის მშენებლობის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო და ქობულეთში ახალი თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსის მშენებლობა დააანონსა.
აქტიურ ფაზაშია ჩაქვის ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის სამშენებლო სამუშაოები. ბაზის შენობა მოიცავს სავარჯიშო დარბაზს, მოსასვენებელ სივრცეს, საკონფერენციო დარბაზს, სასტუმრო ზონას და ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.
იწყება ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა რომელიც ითვალისწინებს ფეხბურთის, კალათბურთის, ხელბურთის მინი მოედანს, 3 დარბაზს. გარდა ამისა საპროექტო ტერიტორიაზე ხელოვნურსაფარიანი და ქვიშისსაფარიანი 2 მოედანი მოეწყობა. დღესვე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ოჩხამურის, ცეცხლაურის, ჯიხანჯურის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.