მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ღარიბაშვილი სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ – მე ვარ პრემიერ-მინისტრი და არა ექიმი თქვენს...

ღარიბაშვილი სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ – მე ვარ პრემიერ-მინისტრი და არა ექიმი თქვენს ავადმყოფურ შეკითხვებზე როგორ გაგცეთ პასუხი

146
0

მე ვარ პრემიერ-მინისტრი და არა ექიმი, თუ რაიმე შეკითხვები გაქვთ, მიმართეთ ექიმებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ქარელში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„მე მოგიწოდებთ ყველას, მეტი სიყვარულით ილაპარაკოთ, მათ შორის თქვენს ბელადზეც. როგორ შეიძლება, რომ ცოცხალ კაცზე ასე ლაპარაკობთ…ჩვენ დეტალური ინფორმაცია გავავრცელეთ, მათ შორის ვიდეომასალა, ვაჩვენეთ ყველას, თუ რა პირობებია მოწყობილი ციხის საავადმყოფოში. იქ არის აბსოლუტურად ყველა პირობა, რაც არ იყო, ისიც დაამატეს, ყველა საჭირო აპარატურა არის ადგილზე მობილიზებული და რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში, სრულ მობილიზებას გავუკეთებთ, ექიმების ჩართულობაც იქნება უზრუნველყოფილი და შესაბამისი აპარატურის. გარწმუნებთ, პენიტენციური სამსახური ყველა პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნავს და დამშვიდდით, პატიმარ სააკაშვილს კარგად ვუპატრონებთ“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკვე 25 დღეა შიმშილობს პენიტენციურ დაწესებულებაში.