კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსტეში მკვლელობა მოხდა.
ინფორმაციას ამის შესახებ ,,მთავარი არხი” ავრცელებს.
მოკლულია 73 წლის ქალი. არსებული ინფორმაციით, ის 83 წლის მაზლმა მოკლა.
წინასწარი ინფორმაციით, მათ ქონებრივი დავა ჰქონდათ.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.