ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის რეგიონალური წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი შეხვდა. მომავალმა მეზღვაურებმა ყველა იმ უპირატესობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომელიც ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას ეხება. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აუდიტორიას საქართველოს ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობების ისტორია და განვითარების ეტაპები გააცნო, ისაუბრა იმ გამოწვევებზეც, რომლებიც ამ პროცესში არსებობს, მათ შორის ერთ- ერთი მთავარი – ანტი-დასავლური პროპაგანდა. ბნსუ-ს სტუდენტებმა ირმა გაბინაშვილს კითხვები დაუსვეს და მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა რომ საზოგადოებასთან ინტენსიური დიალოგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მზარდი დეზინფორმაციის პირობებში და აუცილებელია, ახალგაზრდობა იცნობდეს მასთან გამკლავების ეფქტურ გზებს და მეთოდებს. სწორედ ამიტომ, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს მიერ დაგეგმილი საინფორმაციო შეხვედრის მთავარი მოზანი სწორედ იმ მითებსა და სტერეოტიპებზე აქცენტირება იყო , რაც სხვადსხვა საინფორმაციო წყაროსგან და პროპაგანდისტული ინსტიტუციებიდან მომდინარეობს.
მიმდინარე წელს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიურო გეგმავს გაააქტიუროს რეგონის მასშტაბით მოქმედ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელთან მჭიდრო კომუნიკაცია და მათ მათ შორის ერთ-ერთი პრიორიტეტული ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტთან თანაშრომლობაც იქნება. უნივერსიტეტში ამ ეტაპზე 500 სტუდენტი ირიცხება. უმაღლესი სასწავლებელი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან აქტიურად თანამშრომლობას გეგმავს. შეხვედრას ესწრებოდა უნივერსიტეტის რექტორი, პარმენ ხვედელიძე და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. პარმენ ხვედელიძემ სტუდენტებს ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის არჩევანის ერთგულებისკენ მუწოდა და პროფესიულ რჩევებიც გაუზიარა.