დღეს ჩაისუბანში ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ წყალსადენი სისტემის მოწყობითი სამუშაოები დაათვალიერა. ადმინისტრაციულ ერთეულში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია გასულ წელს დაიწყო. წელს პროექტის მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ 100-მდე ოჯახი უწყვეტი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მოეწყობა რკინა-ბეტონის წყალშემკრები რეზერვუარები და წყალშემკრები კაპტაჟები, ასევე აშენდება საქლორატორო, სადაც ტექნოლოგიური დანადგარები დამონტაჟდება.
პროექტის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტი 896 609 ლარს დახარჯავს. სამუშაოების დასრულება ივნისის თვეში იგეგმება.