რუსთავში დედამთილმა რძალი ქუჩაში სცემა.
ამის შესახებ ინფორმციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
გამოცემოს ცნობით, XII მიკრორაიონში, ერთ–ერთ ქუჩაზე, 60 წლამდე ქალსა და 30 წლამდე ქალს შორის სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
დედამთილმა რძალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის დედამთილი პასუხისგებაში მიეცა.