მთავარი სხვადასხვა „ჭარბწონიანობა არ უნდა გახდეს ჩვენი ბედი,“ როგორია თურქი ქირურგის – კადირ ილდირიმის...

„ჭარბწონიანობა არ უნდა გახდეს ჩვენი ბედი,“ როგორია თურქი ქირურგის – კადირ ილდირიმის გზავნილები ქართველი პაციენტებისადმი?!.

13
0

ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი თურქეთის წამყვან სამედიცინო კლინიკებში, ქალბატონი ნანა სარიშვილი, ამჯერად წარმოგიდგენთ „მედიკალ პარკის“ კლინიკათა ქსელის, ქ. სამსუნის კლინიკის ზოგად ქირურგს, დოცენტ კადირ ილდირიმს, რომელიც ჩვენი მაყურებლების მიერ ხშირად დასმულ კითხვებს უპასუხებს.

გადაცემის სრული ვიდეოვერსია
  • რა ტიპის ქირურგიულ ჩარევებს ახორციელებთ ყველაზე ხშირად?  
  • უკვე ათ წელზე მეტია, რაც ჭარბწონიანობის ქირურგიით ვარ დაკავებული. ჩვენს მიერ ჩატარებული ოპერაციებიდან, როგორც მთელ მსოფლიოში, ყველაზე გავრცელებული ლაპაროსკოპიული სლივ გასტრექტომიაა. გარდა ამისა, ვატარებთ გასტრიკული ბაიპასისა და ტრანზიტ ბიპარტიციონის ოპერაციებს.
  • ბატონო კადირ, როგორ აფასებთ თანამედროვე ქირურგიული მიდგომებისა და ტექნოლოგიების გამოყენებას?
  • ჩვენს კლინიკაში ინტენსიურად ვიყენებთ თანამედროვე ქირურგიულ და ტექნოლოგიურ მოწყობილობებს, რაც ჩვენს მუშაობას უფრო ეფექტურს, კომფორტულსა და უსაფრთხოს ხდის. ტექნოლოგიური პროგრესის წყალობით, ჩვენ ვახორციელებთ მაღალი ხარისხის ქირურგიულ ოპერაციებს, რაც პაციენტებისთვის უკეთეს შედეგებს უზრუნველყოფს.
  • რთული ქირურგიული შემთხვევების შესახებ რა გამოცდილება გაქვთ და როგორ მოქმედებთ ასეთ სიტუაციებში?
  • ეს რთული ქირურგიული პროცედურები ჩვენს დროში კიდევ უფრო გახშირდა, განსაკუთრებით იმ მიზეზით, რომ გასუქების (ობეზიტეტის) ქირურგია ხშირად ტარდება. ჩვენს კლინიკაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რევიზიის ოპერაციებს, რაც გულისხმობს პაციენტების მკურნალობას, რომლებმაც უკვე გაიკეთეს ოპერაცია ან განიცადეს გართულებები სხვა კლინიკაში. ჩვენ ხელახლა ვატარებთ ქირურგიულ ჩარევებს იმ პაციენტებისთვის, რომლებმაც ოპერაციის შემდეგ კვლავ მოიმატეს წონაში ან განიცდიან დიაბეტთან დაკავშირებულ პრობლემებს. ამ მიმართულებით ჩვენს კლინიკაში ოპერაციები ინტენსიურად მიმდინარეობს.
  • ოპერაციის შემდეგ აღდგენისა და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვისას, რა მიდგომებს იყენებთ?
  • ოპერაციის შემდგომი გამოჯანმრთელებისა და პაციენტების მონიტორინგის პროცესს განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ. ოპერაციის შემდეგ პაციენტები სტაციონარში სამ დღეს ატარებენ, რის შემდეგაც ბრუნდებიან ჩვეულ ცხოვრებაში, მათ შორის, უცხოეთშიც. მნიშვნელოვანია, რომ ჭარბწონიანობისა და მეტაბოლური ქირურგიის შემთხვევაში, მხოლოდ ოპერაცია არ არის საკმარისი – აუცილებელია პაციენტების მონიტორინგი და მათთან მუდმივი კომუნიკაცია. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ რევიზიულ ქირურგიას, სადაც ადრე ოპერირებულ ან გართულებების მქონე პაციენტებზე ვმუშაობთ.
  • როგორ უზრუნველყოფთ გუნდურ მუშაობას ნეიროქირურგთან ან სხვა სპეციალისტებთან თანამშრომლობას?
  • ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჭარბწონიანობისა და მეტაბოლური ქირურგიის დროს აუცილებელია მრავალპროფილური სამედიცინო გუნდის მუშაობა. გართულებების შემთხვევაში, სხვადასხვა სპეციალობის ექიმებთან კოორდინაცია კრიტიკულია. ჩვენს კლინიკაში გამოცდილი სპეციალისტები მუშაობენ, რაც პაციენტებისთვის უსაფრთხოებისა და ხარისხიანი მკურნალობის დამატებით გარანტიას წარმოადგენს.
  • რამდენხანს გრძელდება გამოჯანმრთელების პროცესი და რა სიმპტომებს უნდა ველოდოთ?
  • ოპერაციები ლაპაროსკოპიული მეთოდით ტარდება, რაც აღდგენას უფრო კომფორტულსა და სწრაფს ხდის. თუმცა, პაციენტებს ადაპტაციის პერიოდი აქვთ, რადგან კუჭის ზომა მცირდება და ზოგჯერ ნაწლავებიც მორგებას საჭიროებენ. ამ პროცესში ყველაზე ხშირად აღინიშნება საჭმლის მონელების პრობლემები, გულისრევა და შებერილობა, თუმცა ეს სიმპტომები, ძირითადად, პირველივე თვის განმავლობაში ქრება.
  • ოპერაციის შემდეგ რა გართულებები შეიძლება წარმოიშვას და როგორ უნდა გავუმკლავდეთ მათ?
  • პაციენტები და მათი ახლობლები ხშირად გართულებების რისკებზე ღელავენ. ყველაზე მნიშვნელოვანი გართულებები შეიძლება იყოს გაჟონვა და სისხლდენა, თუმცა ჩვენი გამოცდილებით, სერიოზული გართულებები იშვიათია. სისხლდენის რამდენიმე მცირე შემთხვევა იყო, რაც ადგილზე ეფექტურად ვმართეთ.
  • როგორ აფასებთ ოპერაციის რისკებს და საუკეთესო შედეგებს როდის უნდა ველოდოთ?
  • ქირურგიული ოპერაციების რისკებზე საუბრისას ყოველთვის სამეცნიერო კვლევებს ვეყრდნობი. თუ შევადარებთ, მაგალითად, დახურულ ნაღვლის ბუშტის ან აპენდიციტის ოპერაციებს, ჩვენი ოპერაციების რისკები იმავე დიაპაზონშია. სამწუხაროდ, მედიაში ხშირად ეს ოპერაციები განსაკუთრებულად სახიფათოდ აღიქმება, მაგრამ რეალობა სხვაგვარია. საუკეთესო შედეგები გვაქვს შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში – პაციენტებში უკვე მესამე დღეს შაქრის მაჩვენებელი ნორმალურ დიაპაზონში ბრუნდება. წონის კლების მხრივ, ოპერაციის შემდეგ პირველ თვეში პაციენტები 8-15 კგ-ს იკლებენ, ხოლო სრული შედეგი 8-12 თვეში მიიღწევა.
  • რამდენად მნიშვნელოვანია ოპერაციის შემდეგ რეგულარული კონტროლი და რა ტესტები შეიძლება ჩატარდეს?
  • ოპერაციისშემდგომი მონიტორინგი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. მოგეხსენებათ, ჩვენ პაციენტები სხვადასხვა ქვეყნიდან გვყავს, მათ შორის საქართველოდან და ევროპიდან. მათთვის ვგეგმავთ რეგულარულ შემოწმებებს ოპერაციის შემდეგ პირველ თვეში, შემდეგ – 3, 6, 9 და 12 თვეში. პაციენტებს ვაწვდით მათ ენაზე დაწერილ საჭირო დოკუმენტაციას, ხოლო თუ კლინიკაში მოსვლა არ შეუძლიათ, გვიგზავნიან ანალიზებს, რომლებსაც ჩვენ ვამოწმებთ და საჭირო რეკომენდაციებს ვაძლევთ. ჩემი წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ოპერაციისშემდგომი აქტიური მონიტორინგია.
  • თუ მომდევნო პერიოდში პრობლემა ან შეკითხვა გაჩნდება, როგორ შეგვიძლია დახმარება?
  • ჩვენი კლინიკა 24/7-ზე მზადაა პაციენტების დასახმარებლად. როგორც კორპორატიული დაწესებულება, კომუნიკაციას მარტივსა და ხელმისაწვდომს ვხდით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. პაციენტებთან მუდმივი კავშირი გვაქვს, რათა მათ სრული სიმშვიდე და უსაფრთხოება იგრძნონ.
  • როგორ ამზადებთ პაციენტს ოპერაციისთვის და როგორ მიმდინარეობს პოსტოპერაციული აღდგენის პროცესი?
  • თითოეულ პაციენტს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ერთი და იმავე ოპერაციის ყველასთვის შესრულება არ შეიძლება, რადგან თითოეულ ადამიანს განსხვავებული კვებითი ჩვევები, თანმდევი დაავადებები და საჭიროებები აქვს. სწორად შერჩეული ოპერაცია წარმატების მთავარი გასაღებია. მე ყოველთვის ვამბობ: “დაავადება არ არსებობს, არსებობს პაციენტი” – რაც იმას ნიშნავს, რომ მკურნალობის მეთოდი ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს.
  • რა ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენს პაციენტზე ოპერაცია?
  • ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ოპერაციის შედეგი განსაკუთრებით შესამჩნევია. ჩვენი პაციენტების დაახლოებით 40-50%-ს ფსიქოლოგიური ან ფსიქიატრიული პრობლემები აქვს, რომლებიც მკურნალობის შემდეგ უმჯობესდება. ჩვენ არ ვატარებთ ოპერაციებს ესთეტიკური მიზნებით – ეს არის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის. უამრავი ექიმი, კოლეგა და ახლობელი მყავს ოპერირებული და მათ ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება განიცადეს.
  • რა ყურადღება უნდა მივაქციოთ ეფექტური პროფილაქტიკის განხორციელებისთვის ჩვენს ჯანმრთელობას?
  • კარგი კითხვაა! ჭარბწონიანობა არ უნდა გახდეს ჩვენი ბედი! ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი. და, კიდევ, უმთავრესი ფაქტორებია ასევე: სწორი კვება, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ფიზიკური აქტივობა და რა თქმა უნდა, ხშირი ღიმილი…
  • ჩვენი სტუმარი გახლდათ „მედიკალ პარკის“ კლინიკათა ქსელის, ქ. სამსუნის კლინიკის ზოგადი ქირურგი, დოცენტი კადირ ილდირიმი.  
  • მე ვარ დოცენტი, ექიმი კადირ ილდირიმი, და მრავალი წელია, რაც ჭარბწონიანობისა და მეტაბოლური ქირურგიით ვარ დაკავებული. ხშირად მეკითხებიან, რატომ გამოვიყურები ასე ახალგაზრდად – რაც, რა თქმა უნდა, მომწონს. სინამდვილეში, დაახლოებით 42 წლის ვარ და ამ სფეროში საკმაოდ დიდი გამოცდილება დამიგროვდა. ჩემი მიზანი პაციენტებისთვის ხარისხიანი მკურნალობის უზრუნველყოფაა. საქართველოდან უამრავი პაციენტი გვყავს და ქართველი პაციენტები ძალიან მიყვარს. განსაკუთრებით ვაფასებ მათ საჩუქრებს – ქართულ ღვინოსა და დეკორატიულ ნივთებს, რომლებიც ჩემს კლინიკას მეტ სილამაზეს სძენს.

ყურადღება! ბატონ კადირთან ვიზიტების დასაჯავშნად სამსუნსა და საქართველოში, დაუკავშირდით:

ქალბატონ ნანა სარიშვილს, ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენელს

თურქეთის წამყვან კლინიკათა ქსელებშიტელ: 577 59 41 59