მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი „ხელვაჩაურის დღეები“ გრძელდება

„ხელვაჩაურის დღეები“ გრძელდება

13
0

ხელვაჩურის მუნიციპალიტეტში, სარფის სანაპიროზე “ხელვაჩაურის დღეების” ფარგლებში, სახალხო დღესასწაული “კოლხობა 2024” გაიმართა.

სახალხო დღესასწაულს საფუძველი პირველად 1978 წელს ჩაეყარა, რომელიც ,,ქვაომხაზობის” სახელით გაიმართა. 1979 წლიდან კი დღესასწაული სარფის სანაპიროზე ,,კოლხობის” სახელით იმართება. „კოლხობა“ მეფე აიეტის და მედეას მითთან არის დაკავშირებული. სახალხო დღესასწაულს საიუბილეო თარიღი აქვს, ის 45 წელია ტარდება და წელს განსაკუთრებით აღინიშნა.

სახალხო ზეიმში ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ, მათ შორის ცნობილი მომღერალი ბაიარ შაჰინი.

ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ქალაქ ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, ადგილობრივი თვითმმართველობის, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები და საზოგადოების ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.

29 სექტემბერს „ხელვაჩაურის დღეების“ ფარგლებში, გონიოს ციხის სივრცეში ჯგუფი „რეგიონის“ მონაწილეობით კიდევ ერთი კონცწრტია დაგეგმილი.