რამდენიმე კვირის წინ ფოთში საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარესალექსანდრე ტყებუჩავას ოპოზიციის წარმომადგენელმა კითხა, 26 მაისსევროკავშირის დროშები ცენტრიდან არ დაგაკიდებინესო? მან სხდომაზე უპასუხაცენტრი არა პარკის უბნიდანო (ეს უბნების დასახელებაა ფოთში, ცენტრის უბანი დაპარკის უბანი).
სხდომის დასრულების შემდეგ, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარემ კაბინეტშიდაიბარა შეკითხვის ავტორი, ნაციონალური მოძრაობიდან საკრებულოს წევრი, სადაც მას შეყვნენ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც. ალექსანდრე ტყებუჩავამ, ოპოზიციის წარმომადგენლებს განუმარტა მისი პირადი პოზიცია სხდომაზე დასმულშეკითხვასთან დაკავშირებით.
მოგვიანებით ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერის, ფოთის საკრებულოსწევრის ლაშა რუხაიას მიერ, საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გაკეთებული ოფიციალურიგანცხადებიდან თუ ვიმსჯელებთ, ძნელი მისახვედრი არ არის ფოთის საკრებულოსთავმჯდომარეს და ნაციონალური მოძრაობის წევრებს შორის, პირისპირშეხვედრისას გამართული დიალოგის შინაარსი.
ლაშა რუხაია (ფოთის საკრებულოს წევრი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან): “რამდენიმე კვირაა ფოთის რუსულ პარტიაში ღია დაპირისპირებაა… ერთმანეთსუპირისპირდებიან რადიკალი პუტინისტები ანუ ფოთის მაჟორიტარის ფლანგი – მერი და საკრებულოს თავმჯდომარე. ობიექტურად რომ ვთქვათ საკრებულოსთავმჯდომარე შედარებით ადექვატურია და არ მოსწონს რუსული, პუტინისტურიდავალებები – როგორიცაა უკრაინის დროშა არ დაკიდო, ევროკავშირს აგინე, ევროკავშირის დროშა დაწვი და ასეთები… ცხადია, ორივე ფლანგს ქვეყნის, ფოთისვნების გარდა არაფერი გაუკეთებიათ, მაგრამ უსამართლოა როცა ქოცებში ერთიშედარებით არა – რუსი გამოერიათ და სადამსჯელო ღონისძიების გატარება დაიწყესმის წინააღმდეგ… ფოთი პატარა ქალაქია და ყველამ ყველაფერი კარგად იცის ამდაპირისპირების შესახებ … საკრებულოს თავმჯდომარეს დიდად არც კობახიძე / ღარიბაშვილის დუეტი მოსწონს და შიდა წრეში ამას ღიად აფიქსირებს ამიტომაცროგორც ჩანს მისი მოშორება გადაწყვიტეს … ეს კაცი მარტო არ არის როგორცირკვევა და მას სხვა ფოთის ოცნების წევრებიც მიყვებიან – ანუ მოიშორებენ მათვინც ხელს უშლით ან არ ეპიტნავებათ. ახლა გაჩაღებულია ვაჭრობა ვინ, ვის მხარსდაიჭერს
და თითო ხმაში საკმაოდ თანამდებობებს და ფულებს ჰპირდებიან პუტინისტი, რადიკალები საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარის წინააღმდეგ.”