01/12/22 adjaraps.com – დღეს, დილიდან, ქართულ საინფორმაციო პორტალებზე: ფაქსინტერნიუსი /შემოქმედებით თვითმკვლობამდე მიყვანა – საკუთარი პიარისათვის/, NEWS+ /ნანა მომცელიძე საკუთარ „ფეისბუქ გვერდზე“ საჯარო განცხადებას ავრცელებს, რასაც დიდი აჟიოტაჟი მოყვა შემოქმედებით საზოგადოებაში/, NEWS FRONT /ჯემალ მეგრელიძე: – მზია სალვარიძე ჩემთვის დაუმარხავი გვამია…/, ავრცელებენ მასალას, რომელიც ჯუმბერ ლეჟავას სახელობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, პოეტისა და მხატვრის, საქართველოს მწერალთა და მხატვართა კავშირების წევრის, ჟურნალ „ხატიმამულის“ დამფუძნებლისა და რედაქტორის, ტვ12-ის წამყვანის ნანა მომცელიძის საკუთარ „ფეისბუქგვერდზე“ გაკეთებულ სკანდალურ საჯარო განცხადებას ეხება. TV12.info სრულად გთავაზობთ ცენტრალურ არხებზე გამოქვეყნებულ ამ მასალას:
ჯემალ მეგრელიძე: – მზია სალვარიძე ჩემთვის დაუმარხავი გვამია, რომელმაც უკვე გახრწნა დაიწყო და ისეთი სუნი გამოუშვა, ლამის ააყროლა ქვეყანა… ამიტომ სასწრაფოდ უნდა დაიმარხოს!
ჯუმბერ ლეჟავას სახელობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, პოეტი და მხატვარი, საქართველოს მწერალთა და მხატვართა კავშირების წევრი, ჟურნალ „ხატიმამულის“ დამფუძნებელი და რედაქტორი, ტვ12-ის წამყვანი ნანა მომცელიძე საკუთარ „ფეისბუქგვერდზე“ საჯარო განცხადებას ავრცელებს, რასაც დიდი აჟიოტაჟი მოყვა შემოქმედებით საზოგადოებაში. როგორც ნანა მომცელიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, მან ეს გადაწყვეტილება პოეტ მზია სალვარიძის პირად გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის გამო მიიღო.
გთავაზობთ განცხადების შინაარსს:
„მეყო ამდენი ბულინგი, საჯარო პოსტები და აჭარაში ერთეულთა დაუნდობელი ბრძოლა. ერთეულთა, რომელთაც არც ვიცნობ, და არც არანაირი შეხება არ მქონია. არც ამბიცია მაწუხებს და არც თვითმარქვია ვარ. ჩემი გამოგზავნა აჭარაში, რათა მეხელმძღვანელა ჯუმბერ ლეჟავას სახელობის საერთაშორისო მეცნიერებათა აკადემიის აჭარის ორგანიზაციისთვის, იყო აკადემიის პრეზიდენტის, ქალბატონი გულნაზ ხარაიშვილის გადაწყვეტილება. მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს ულამაზესი დღეების ჩუქებისთვის და გაცნობებთ, რომ პირადი განცხადების საფუძველზე ვტოვებ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას. ასევე, ვტოვებ მწერალთა შემოქმედებით კავშირს და მხატვართა კავშირს. უზომოდ მიყვარხართ ქალბატონო მაყვალა, ბატონო გურამ, მაგრამ ასეთ გაუტანლობაში, შურში, სიბოროტეში რასაც რამდენიმე ადამიანი იმეტებს ჩემთვის, ძნელია გაძლება. უზომო სიყვარული მერგო თქვენგან და ჩემთვის ესეც საკმარია. მე კი ხალხს ვეკუთვნი, ხალხს, რომელთაც ჩემი არსებობა ახარებთ. ყველა რეგალიაზე მაღლა სიყვარულია. მავანთ კი ეშინოდეთ მხოლოდ უფლის. დაწყნარდით მხეცებო. ყველა წოდებას და ჯილდოს ვაგზავნი იქ, საიდანაც მივიღე. ჩემი განადგურებით თუ რამ მოგემატებათ, იბედნიერეთ. ბოდიში ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდით მედექით და ჩემთან ერთად იზიარებდით ყველა სიხარულს. სიყვარული ვისწავლოთ, სიყვარული“.
მზია სალვარიძის პოსტს კიდევ ერთი ადრესატი ჰყავს, ტელეკომპანია ტვ12-ის გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი ჯემალ მეგრელიძე, ჩვენ მისი პოზიციითაც დავინტერესდით:
- ბატონო ჯემალ, გუშინ დილით გამოქვეყნდა ჯუმბერ ლეჟავას სახელობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, პოეტისა და მხატვრის, ტვ12-ის წამყვანის ნანა მომცელიძის საჯარო განცხადება პრაქტიკულად შემოქმედებითი თვითმკვლელობის შესახებ. როგორც ირკვევა, ამ ნაბიჯზე წასვლა მას მზია სალვარიძის „ფეისბუქპოსტმა“ აიძულა, სადაც სალვარიძე თქვენც საკმაოდ უშვერი სიტყვებით მოგიხსენიებთ…
- (იცინის) მე, როგორც ჟურნალისტსა და მოქალაქეს, ქართული ლიტერატურის ქომაგსა და პატრიოტს, გულწრფელად მიმაჩნია, რომ სჯობს მზია სალვარიძე ჩემზე წერით იყოს დაკავებული და მლანძღოს რამდენიც უნდა, ვიდრე ისეთი ნაბოდვარები წეროს, რაც აქამდე დაუწერია და შემდეგ თავისი სამკაციანი „ფეისბუქგვერდით“ თუნდაც ვიწრო საზოგადოებისთვის ლიტერატურულ ქმნილებად შეუსაღებია…
- ანუ პასუხის გაცემას არ აპირებთ?
- პასუხის გაცემას კი არა, წაკითხვასაც არ ვაპირებ, ამიტომ მის ნაბოდვარზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ნამდვილად არ მცალია სალვარიძის სისულელეებისთვის. მე ერთხელ ვაჩვენე მისი სახე ძალიან ფართოდ და ამით დავასრულე!
- და გიჩივლათ ქარტიაში, რომელმაც თქვენი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოიტანა…
- ინდოეთში ჩიტი ცხოვრობს, რომელიც თავისი მოდგმის ძვლებით და ჩონჩხით იკვებება, ერთი უცნაური წესი აქვს ამ ჩიტს, სანამ რომელიმე ძვალს გადაყლაპავდეს, უკან მოიზომებს, დარწმუნებული რომ იყოს შეძლებს თუ არა მის მონელებას… ამ ჩიტს მეტი ჭკუა დაანათლა განგებამ, ვიდრე ე.წ. მწერალსა და პოეტს, ჩიტირეკია მზია სალვარიძეს… რადგან რა გადაყლაპა ჯერ კიდევ არ გაუაზრებია და რა ვერ მოინელა ანუ რა დარჩა გაჩხერილი სადაც ჯერ არს, ყველასთვის ნათელია! რაც შეეხება ქარტიას, ეს არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია და მის გადაწყვეტილებებს აქვს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი, არის კანონი და არის მორალი, როცა მორალს ეხები, კანონებს ვერ დაემორჩილები, აქედან გამომდინარე, მე ვთქვი სიმართლე და უქარტიოდაც ვიცოდი, რას ვაკეთებდი… აღარაფერს ვიტყვი იმ ტყუილ მასალებზე, რაც მან ქარტიას მიაწოდა… ესეც ალალ მისი…
- როგორ ფიქრობთ, რის მიღწევას ცდილობს მზია სალვარიძე?
- ერთი ქართული ანდაზის თანახმად, „ბოზს რომ ბოზობა აღარ გაუვიდა, მაჭანკლობას მიჰყო ხელიო“, ზუსტად ასეა სალვარიძის საქმეც… ანუ საკუთარი უნიჭობა რომ არ შეუქეს, სხვისი ლანძღვა დაიწყო… მოკლედ, ყველა თავისებურად იკეთებს კარიერას, ზოგი შიშვლდება კამერების წინ, ზოგი რაღაც სხვა სისულელეს იგონებს, სალვარიძის სტრატეგია კი /რადგან ეს ყველაფერი მასზე ვერ იმუშავებს/ ვგონებ შურის, ბოღმის ნთხევაა და სხვისი ლანძღვით აღიარების მოლოდინი… მან ვერ აიტანა ნანა მომცელიძის კიდევ ერთი აღიარება და… გასკდა… ამით დავასრულოთ, რადგან მზია სალვარიძე ჩემთვის კარგა ხნის გარდაცვლილია, მაგრამ ჯერ კიდევ დაუმარხავი გვამია, რომელმაც უკვე გახრწნა დაიწყო და ისეთი სუნი გამოუშვა, ლამის ააყროლა ქვეყანა… ამიტომ სასწრაფოდ უნდა დაიმარხოს! მიცვალებულზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს, ამიტომ მე ამ შემთხვევაში დუმილს ვამჯობინებ… ღმერთმა გაანათლოს მისი ვაიპოეტური სული და დახშული გონება!
ხვიჩა მამულაძე