მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება მუჰამმედ შუამავლის დაბადების კვირეულს ბათუმში დიდი კონფერენცია მიეძღვნება

მუჰამმედ შუამავლის დაბადების კვირეულს ბათუმში დიდი კონფერენცია მიეძღვნება

339
0

18–19 აპრილს ბათუმში „ბათუმის საერთაშორისო ფორუმი – რელიგია და მშვიდობა“ გაიმართება. კონფერენცია წმ. და მიზნად ისახავს რელიგიათაშორისი დიალოგის გაღრმავებას და რელიგიების დამოკიდებულებასა და როლის  წარმოჩენას მშვიდობის საკითხში.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართება მრგვალი მაგიდა სახელწოდებით: „მედიის როლი რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენის საქმეში “. მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის მქონე სასულიერო პირები, თეოლოგები, ჟურნალისტები და სხვა სფეროების წარმომადგენლები. მათ შორის კონფერენციას დაესწრებიან ნორვეგიის ექს–პრემიერმინისტრი, ამჟამად „ევროპაში მშვიდობისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის“ პრეზიდენტი კიელ მაგნე ბონდევიკი, ევროპული ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯის ფორუმის“ ხელმძღვანელი იოჰან კანდელინი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი პაულ ფიდესი და აშშ–სა და თურქეთის ელჩები საქართველოში. წაკითხული მოხსენებები გამოიცემა კრებულის სახით.

კონფერენცია დაიწყება 18 აპრილს, გაიხსნება 14:00 საათზე სასტუმრო „შერატონში“ პრეს–კონფერენციით და დასრულდება 19 აპრილს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრში საზეიმო ღონისძიებით, რომელიც დაიწყება 11:00 საათზე.

კონფერენციას ორგანიზებას უწევს „ქართველ მუსლიმთა კავშირი“ პარტნიორი ორგანიზაციების – „პირველი ნაბიჯის ფორუმი – ევროპა“, „ევროპის მშვიდობისა და ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და „ამერიკული საბჭოები – ღია სამყაროს“ მხარდაჭერით.