მთავარი პოლიტიკა 28 მაისს აზერბაიჯანი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

28 მაისს აზერბაიჯანი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

609
0

1918 წლის 28 მაისი ეროვნული საამაყო დღეა ყველა აზერბაიჯანელისთვის. საუკუნეების მანძილზე თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სურვილით მცხოვრებმა აზერბაიჯანელმა ხალხმა გასული საუკუნის დასაწყისში ამ მაისის ამ ნათელ დღეს მიაღწია თავის ოცნებას. აღმოსავლეთიდან პირველად ემცნო მსოფლიოს, რომ დაარსდა თავისუფალი, დემოკრატიული, სეკულარული ღირებულებების საფუძველზე დამოუკიდებელი რესპუბლიკა და ჩაეყარა საფუძველი აღმოსავლეთის პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკას.

მე-20 საუკუნეში აზერბაიჯანის სახალხო რესპუბლიკის დაარსება აზერბაიჯანელი ხალხის ცხოვრებაში, ახალი ეტაპი და ისტორიული მოვლენა იყო. აზერბაიჯანის სახალხო რესპუბლიკა, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა მუსულმანურ აღმოსავლეთში, წარმოიშვა აზერბაიჯანის მრავალსაუკუნოვანი სოციალურ-ეკონომიკური, სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული განვითარების ლოგიკური შედეგი. აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა იყო აზერბაიჯანელი ხალხის პოლიტიკური ცნობიერების, ინტელექტუალური და კულტურული პოტენციალის, მაღალი ნიჭის და შესაძლებლობების მაჩვენებელი.
აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა იყო მაგალითი ახალი სახელმწიფოსა და საზოგადოებისა, რომელიც ორგანულად აერთიანებდა ევროპის დემოკრატიულ ღირებულებებს და აღმოსავლური კულტურის თავისებურებებს. პირველი რესპუბლიკის დროს განხორციელებულ ღონისძიებებს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნის დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის საფუძვლების ჩამოყალიბებისა და მომავალი განვითარების გზის განსაზღვრის თვალსაზრისით. დემოკრატიული უფლებებისა და თავისუფლებების დამკვიდრება, ყველა მოქალაქის თანაბარი უფლებების აღიარება, განურჩევლად ეთნიკური და რელიგიური კუთვნილებისა, ქალებისათვის საარჩევნო უფლების მინიჭება უფრო ადრე, ვიდრე ბევრ ევროპულ ქვეყანაში, აზერბაიჯანული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადება, განათლებისა და კულტურის განვითარება, რეგულარული ეროვნული არმიის, უსაფრთხოების სტრუქტურების შექმნა და სხვა სამუშაოები ნათლად ახასიათებს სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ განხორციელებული პოლიტიკის ფარგლებს, არსს და მნიშვნელობას.
აზერბაიჯანელთა პირველი რესპუბლიკის დაბადება ისტორიის მღელვარე პერიოდში მოხდა. ქვეყანაში სხვადასხვა ინტერესების მქონე უცხოური სამხედრო ძალების მრავალრიცხოვანი ზეწოლის შედეგად, ახალგაზრდა სახელმწიფოს პარლამენტმა მთავრობა გადასცა 1920 წლის 27 აპრილს. ასე დასრულდა აზერბაიჯანის სახალხო რესპუბლიკის 701-დღიანი დიდებული ცხოვრება.

გულწრფელად ვულოცავთ აზერბაიჯანის ყველა ხალხს 28 მაისს –  დამოუკიდებლობის დღეს, ვუსურვებთ თითოეულ მათგანს ჯანმრთელობას, ოჯახურ ბედნიერებას და წარმატებებს საქმიანობაში.