მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი დასრულდა

ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი დასრულდა

328
0

ბათუმის მუსიკალურ ცენტრში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის დასკვნითი საქველმოქმედო კონცერტი დღეს გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო.

საქველმოქმედო საღამო იუნესკოს 70 წლის იუბილეს ეძღვნებოდა.  კონცერტიდან შემოსული თანხა გადაირიცხება საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების ფონდში, რომელიც სირიაში ომის შედეგად დაზარალებული ბავშვების დასახმარებლადაა შექმნილი.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 10-15 სექტემბერს ბათუმში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიმართა. „BATUMI MUSIC FEST“  მსოფლიოში ცნობილი პიანისტის, იუნესკოს მშვიდობის არტისტის ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ „ლირას“ ორგანიზებით, უკვე მესამედ ჩატარდა.