მთავარი სხვადასხვა დავით ჩხარტიშვილი: X_ლ), სტოიციზმის პრიზმაში გატარებული დასკვნითი ეპიზოდი / „მივმართავ მათ, –...

დავით ჩხარტიშვილი: X_ლ), სტოიციზმის პრიზმაში გატარებული დასკვნითი ეპიზოდი / „მივმართავ მათ, – ვისზეც დამოკიდებულია საქართველოს ახალი ისტორიის დაწერა!..“

15
0

-დავით, ისე ამიხდეს ყველაფერი და X ეპიზოდის „კ“ ნაწილში თავშივე ხომ გაგაფრთხილე რომ, ამ შენი დიდაქტიკური გადახვევების გამო, მიმდინარე ეპიზოდის მორიგი წყვეტა მოგვიხდებოდა; და განა პრაქტიკულად გამოსაცემად დამზადებელი წიგნისთვის პრობლემატურია განტოტებების ან/და ისტორიული მოვლენების არსებულ გარემოზე მანიფესტირება-მორგება. მაგრამ, ნუ გავიწყდება რომ, პარალელურად გაზეთის ელექტრო/ბეჭდურ ფურცლებზეც მიმდინარეობს პუბლიკაცია და ეს ფორმატი ნამდვილად ვერ იტანს ასეთ დამაბნეველ-კომპლექსურ სტილისტიკას. გაღიზიანდი და შემეკამათე, – „ჩემთვის სემანტიკა და სემიოტიკა_ო ამოსავალი“, ფორმა კი მეორადი და ა.შ. მე რა თქმა უნდა გაგიტარე, რადგან ლამის დამარწრმუნე და როგორც ხედავ უადგილო ადგილას შევჩერდით ისევ; ახლა კი, როდესაც ფაქტის წინაშე დადექი და ხედავ მართალი ვიყავი – ვიმედოვნებ რომ აღარ განმეორდება ამ ტიპის პოსტ_მოდერნისტული წიაღსვლები და შეჯამებისას მხოლოდ დაანონსებული, მაგისტრალური საკითხის ირგვლივ და კლასიციზმის ჩარჩოში ისაუბრებ. კერძოდ, დანაპირებისამებრ დეტალურად აუხსნი მკითხველს ა) თუ რა მეთოდითაა შესაძლებელი შეიქმნას სანიმუშო ქართული სახელმწიფო. ბ) როგორი იყო ტრადიციონალისტურ-ქრისტიანული ევროპა იქამდე, სანამ გაბატონდებოდა ეს მეინსტრიმული მემარცხენე ლიბერალიზმი და სინამდვილეში, რა ფენომენთან გვაქვს საქმე მაგ ღვთისმგმობელი სწავლების სახით და ა.შ.

კი ბატონო „mea culpa“, ნამდვილად „ჩემი ბრალია“-თქო (იღიმის), რომ „კულტურული კოდების“ ასე ვთქვათ „რენდომულად“ მიწოდება განვიზრახე პატივცემულ მკითხველზე წინდაუხედავად. საჯაროდ ვაღიარებ შეცდომას და გპირდები რომ ამჯერზე მაინც, ისე იქნება როგორც შენ და ბუკვალისტი რეციპიენტი ითხოვს. ანუ, მხოლოდ ერთ, უნიფიცირებულ ენაზე ვისაუბრებ და ვეცდები რომ, გერმენევტების ჩარევა აღარ დაგვჭირდეს გზა და გზა (იცინის). მით უფრო, როდესაც ჩვენმა და უკვე საერთო მეგობრებმა, ასევე წინარე ციკლის მთავარმა მიზნობრივმა ჯგუფმა – მაია ჩხაიძემ & მარიამ ცინცქილაძემ შემოგვჩივლეს ამის თაობაზე. ჰმ, მე რომ მკითხო ბინარული ლოგიკა და ეგ სტილი ზოგადად ჰკლავს ზე_ადამიანურს და ა.შ., მაგრამ რა გაეწყობა თუ ასეთია მასობრივი მკითხველის დაკვეთა. გაკვალული საცალფეხო ბილიკები და ნაცნობი მანტრები ურჩევნია შაბლონების გარღვევას. თუმცაღა დავსძენდი ჯემალ – რაგინდ ფორმალ-კლასიციზმის ორთოდოქსი მიმდევარი იყო, უნებლიედ შენც იყინებ ხოლმე ამ ტიპის პოსტმოდერნისტულ ჩაჭრებს და ვერსად გაექცევი მაგას, – რადგან თავად “zeitgeist“_ი მოითხოვს ამას *

-მერწმუნე დავით, თუ ამჯერზე მაინც დაგიყოლიე, ციკლი – იდეის აღქმა/მიტანის კუთხით და ესთეტიურადაც მხოლოდ მოიგებს. ახლად_შემოერთებულთათვის კი, სპეციალურად გავიმეორებ რომ, შევჩერდით „დიდ იდეაზე“, – რომელიც „ემანაციით“განსხეულდა და თანამედროვე ტიპის ცივილიზაციის ფუნდამენტად იქცა. იმ ბიფურკაციის მომენტზე კაცობრიობის ისტორიაში, როდესაც ერთმანეთს დაშორდატრანსცენდენტული“ დასაერო“. გაჩნდა „ვერტიკალი“, – ზედა“ და „ქვედა“ სამყაროები, ელიტა და პლებსი, სიქველე და მანკიერება, გმირი-ანტიგმირი და ა.შ. ვგონებ არაფერი გამომრჩა „თეგებიდან“ და მაქიდან კი პლატონზე გადახვედი მყისვე, რასაც მისი ლოგიკა ახლავს როგორც ვხვდები, – არა?

კი ჯემალ, რადგან სწორედ მის მიერ ჟღერდება პირველად ერთგვარი არისტოკრატიული უტოპიის მწყობრი კონცეფტის მონახაზი. მკაფიო იდეა, რომლის თანახმად, – გონიერმა მმართველებმა უნდა შექმნან სიქველით სავსე მოქალაქეები იმ ტიპის მეთოდოლოგიით, როგორითაც მაგალითად, შემოქმედნი ჰქმნიან მაღალი სტანდარტის მატერიალურ ნიშუშებს. რაც, და იმედია დამემოწმები, – ესოდენ იშვიათი თვისებაა ჩვენს დროში …

-რა თქმა უნდა დავით, და მეტსაც ვიტყვი, – მიმდინარე ეპოქის ეგზისტენციალურ პრობლემას წარმოადგენს ეს. სწორედ, ამის ნაკლებობის გამოა რომ მდაბიო მასობრივი კულტურა, „დუქან-ზურნა“, სიხარბე-მომხმარებლობა სუფევს გარშემო და წახალისებულიცაა გარვეული წრეების მიერ. არადა, დიდი შოტლანდიელი კონსერვატორი მოაზროვნის (1795-1881), თომას კარლეილის არ იყოს, – „ყველა სოცილურ პროცესს კაცობრიობის ისტორიაში მიჰყავს ერთადერთ მიზნამდე და აღწევენ ამას თუ არა, ეს უკვე სხვა საქმეა. კერძოდ, აღმოაჩინონ რა თავ-თავის ქვეყნებში able man_ი.  და დატვირთონ ის უფლებამოსლიება-დიდებით იმ დოზით, რა დოზითაც შეეძლება მას ადამიანების ხელმძღვანელობა საკუთარი უნარების და მისწრაფებების თანახმა. რადგან სინამდვილეში, – საარჩევნო სიტყვები, საპარლამენტო დისპუტი, რეფორმები, ფრანგული რევოლუციები მხოლოდ ამისაკენ მიისწრაფიან და თუ არა, მაშინ ეს ყველაფერი კარგავს აზრს. ამიტომ, მოძებნეთ ყველაზე ნიჭიერი და ქველი კაცი გარემოცვაში და დასვით ის ისეთ სიმაღლეზე, რა სიმაღლეც შეძლებთ. მხოლოდ ამგვარად მიიღებთ სრულყოფილ მთავრობას“ და ა.შ_ო. აი, ასე გვაკვალიანებს წიგნში „გმირები და ჰეროიკული ისტორიაში“ კაცობრიობის ერთ-ერთი გამორჩეული მასწავლებელი ჩვენ, და მე მის ავტორიტეტულ აზრს არათუ ვეთანხმები აქ, – ვიმედოვნებ რომ შენც მაგ მიმართულებით წარმართავ საუბარს. დაბოლოს დავით, – კიდევ ერთხელ დავაზუსტებდი რთულ ტექსტებთან მუშაობა_გადაჩვეული მკითხველისთვის. ეს იმისათვის, რომ აღარ გაიბლანდოს ის მაგისტრალური მსჯელობა-ნარატივის ძირითად ხაზში მორიგ ჯერზე. სიტყვაზე, რასაც „feedback“_ის მიხედვით წინა ეპიზოდებთან მიმართეში ჰქონდა ადგილი და რაც „კლიპური აზროვნების“ დომინაციის პირობებში ჩვეული ამბავია ზოგადად. მოკლედ, სწორედ რომ „ღერძულ დროში“ ჟღერდება პირველად იდეა, რომლის თანახმა, მოქალაქე უნდა გადააკეთო რაღაც უფრო მაღალი სტანდარტის მიხედვით, ვიდრე მისი ცხოველური მდგომარეობაა, ხომ?

დავიზღვევ თავს და ასე უხეშად არ დავა_“framing“_ებდი ჯემალ, – უფრო რაფინირებულად ვიტყოდი. რადგან, „სოციალური ინჟინერიის“ სფეროში ფრიად ეფემერულ და საჩოთირო საგნებთან გვაქვს ხოლმე საქმე; ბრძენი და პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, ცივილიზაციის ისტორიისთვის მაგ საკვანძო პერიოდიდან დაწყებული, ცდილობდა ბუნებრივი მდგომარეობიდან აეყვანა homo sapiens_ი მაღალ სოციალურ და სულიერ სტანდარტამდე. აი ასეთი ფორმულირება, უფრო მართებული იქნება ვგონებ ქართული კაკისტოკრატიის პირობებში, სადაც მერიტოციდი კარგ ტონად ითვლება (რედ. სევდა_ნარევი ღიმილი დაეტყო სახეზე დავითს)! ისეთ მწვერვალზე-თქო, რომლის უმაღლეს წერტილზე ის ლამის, ღმერთის დარ არსებად გარდაიქმნებოდა და თან ბუნებრივად მოხდებოდა ეს. შესაბამისად, – შემდგომში ის გარემოსაც შინაგანი მრწამსის, გამომუშავებული უნარების და მიდრეკილებების მიხედვით შეცვლიდა. ჩანაფიქრისამებრ, ააშენებდა რა “civitas Dei”_ს ბოლო-ბოლო, „ღვთის ქალაქს“_თქო მაგ მსოფლ_აღქმის მიხედვით და ა.შ. ნუ, თეორიაში მაინც და რა ანტიუტოპიები გამოსდიოდა პრაქტიკაზე, ეგ კიდე სხვა ოპერეტიდანაა (იცინის). აი, უკვე ამ მიდგომამ კი, სხვა და არანაკლებ მნიშვნელოვანი იდეა შვა, – დაბადა აზრი რომ, ამ მეტამორფოზას ერთი მმართველი, რაგინდ გენიალური იყოს ის, უბრალოდ არ ჰყოფნის და რომ მასობრივი ადამიანის, ან/და საზოგადოების მაღალი სტანდარტით ტრანსფორმაციისთვის შესაბამისი ელიტაა საჭირო. მაღალ_მორალური, გემოვნებიანი, პრინციპული და გონება_გახსნილი კლასტერი. ვინც ხედავს ე.წ. „ტრანსცენდენტულის ჩუქურთმებს“ იქ, სადაც ბრბო/მასა/პლებსი/შუდრები/быдло და ა.შ., ვერაფერ ღირებულს ჭვრეტს და მხოლოდ დუქან-ზურნით, ნარკოტიკებით, გემბლინგითა და ჭამა-სმით კავდება „მაღალი კოდების“ ამოცნობის ნაცვლად. იგივე, მეტად ნაცნობ პოზიტივისტურ ენაზე რომ ვთქვა, – ეს ნიშნავს რომ, ღირსეული ისტებლიშმენტი ღვთიურის „დეკოდირებას“ ახდენს სოციალურ და საგანმანათლებლო-კულტურულ პროექტებად მდაბიოზე მოუხედავად. თუგინდ ღმუილით, მხოლოდ უკანასკნელს, – ანუ „პურს და სანახაობას“ ითხოვდეს ბრბო და ა.შ. თან ისე ელეგანტურად ახერხებს ამას, ვითომცდა ბუნებრივად ხდება მასობრივ ცნობიერებაში „ზრდის აბების“ ინდოქტრინიზაცია. ვეცდები და უკეთ განვუმარტავ მკითხველს, – პირობითად „პატრიციების“, „ბრახმანების“ და „ქშატრიების“, ის სახელმწიფო_წარმომქმნელი ფენა მყავს მხედველობაში, რომელიც ჩვენ არათუ არ გვყავს. კი გვყავს, მაგრამ სუროგატების სახით, პარონიმებად-თქო, მიმსგავსებულ-მიმიკრირებული сброд_ი top_ში და სიმულაკრებად გაგვაჩნია რა. როგორც შიგთავს_გამოცლილი დეკორაცია, – „ნუვორიშების“, ბნელ 90_იანებში საკუთარი სამშობლოს ძარცვის და ფინანსური სპეკულაციების ხარჯზე აღზებეული ფენის სახით-მეთქი. რომელიც ვერანაირ კრიტერიუემებს ვეღარ აკმაყოფილებს საამწუხაროდ და …

-ჩაგეჭრები დავით, პლატოს არ ვიცი და არისტოტელეს უთქვამს – „რასაც ქვეყანაში აფასებენ, ის იზრდება კიდეც“_ო და ქე ვიმკით ასეთი, ე.წ. ელიტის მოღვაწეობის შედეგს საქართველოში. ასეა თუ ისე, ამასობაში ჩვევად გვექცა ზოგად_საკაცობრიოს ლოკალურ კონტექსტზე ექსტრაპოლაცია არა? ხოდა, ამჯერადაც არ დავარღვიოთ ტრადიცია და ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორ, – ვლადიმერ ღლონტის გულნადებს მოვიყვანდი დასტურად იმისა, თუ რა მასობორივი ხასიათი მიიღო ამ კუთხით არსებულმა უგვანობამ; “აბსურდის თეატრი გვაქვს – პოლიტიკური მედუქნეები, ჩვენი დროის ნამდვილი ვირტუოზები! დიდებული ალქიმიკოსები, რომლებიც საკუთარ “რწმენას” ოქროდ აქცევენ. ისტორიის ირონია ისაა, რომ ჯერ კიდევ მაკიაველი გვაფრთხილებდა ასეთი “მოქალაქეების” შესახებ, რომლებიც მზად არიან დღეს ერთ ბაირაღს დაეფიცონ, ხვალ – მეორეს, ოღონდ მათი “დუქან-ფარდული” ხელშეუხებელი დარჩეს. განსაკუთრებით საინტერესოა ამ ფენომენის სოციოლოგიური ანალიზი: ისინი არც მეხუთე კოლონა არიან (ეს მაინც იდეოლოგიურ ერთგულებას გულისხმობს), არც რბილი ძალის აგენტები (ესეც მინიმუმ განსაზღვრულ მიზანს მოითხოვს). ისინი უბრალოდ ჰომოეკონომიკუსის უკიდურესად დეგრადირებული ფორმაა, სადაც სამშობლო, მორალი, პრინციპები და თუნდაც გრძელვადიანი თვითგადარჩენა ანაზღაურებად აბსტრაქციებად არის ქცეული. პარადოქსულია, მაგრამ ამგვარი “პოლიტიკური მედუქნეები” დემოკრატიის მთავარი პარაზიტები არიან – საკუთარი იდენტობის რეკონფიგურაციის შესანიშნავი უნარით, ისინი ნებისმიერ პოლიტიკურ კლიმატს ეგუებიან. მათი ცვალებადი ლოიალობის ბაზარზე სამშობლო მხოლოდ კიდევ ერთი გასაყიდი საქონელია. აკადემიურად რომ ვთქვათ, ეს არის “პოლიტიკური ტრანზაქციული ოპორტუნიზმის სინდრომი”, რომელიც ნებისმიერ წამოწყებულ საზოგადოებრივ ტრანსფორმაციას დისკრედიტაციისთვის განწირავს. მწარე სიმართლე ისაა, რომ როდესაც ამ პოლიტიკურ მედუქნეებს ეკითხებიან – “თქვენ სად იყავით, როცა ქვეყნის ბედი წყდებოდა?”, ეს “მედუქნეები” უყვებიან, როგორ “პრაგმატულად” მიიღეს “რთული გადაწყვეტილებები” საკუთარი “ბიზნეს ინტერესების” დასაცავად. და აი, მათი უკვდავი დევიზი, რომელიც ყველა პოლიტიკურ სეზონს უძლებს: “დროშები იცვლება, საკასო აპარატი რჩება”. მ_დაა, ფაქტია რომ სამწუხარო რეალობაა ჩვენს ირგვლივ  და განა მიკვირს რამე – მოულდნელი აქ ხომ არაფერია! რადგან, ვის გაუგია ზოგადად, „ვაიშებს“ რაიმე ღირებული შეექმნათ ოდესმე და მით უფრო ისტორიაში შესულიყვნენ იმ ტიპის გმირებად, რომლებმაც საზოგადოების ტრანსფორმაცია შეძლეს მაღალი ნიმუშების მიხედვით. არადა აშკარაა რატომაც, – რომ დაინახო ეს მაღალი სტანდარტი, ხომ უნდა მიაჩვიო სმენა, მზერა და სხეული მაღალს. მაგალითად, დახვეწილ-დიდებული მუსიკით, კლასიკური წიგნებით და ა.შ. ჰმ, შენი კი არ იყოს, – ამ ინდივიდუალურ-საზოგადოებრივი ამაღლების პროცესს „ფარა“, მით უფრო 90-ინებში დახლთან ნაშოვი, ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს …

სამწუხაროდ, მასეა ჯემალ – მაგრამ დროა დავუბრუნდე მთავარს; ხმ, არადა ისევ გაგვექცევა ტექსტი და შემდეგ, მხოლოდ მე ნუღარ დამაბრალებ განტოტებებზე პედალირებას იმ დროს, როდესაც თავად მიკეთებ პროვოცირებას ხოლმე და მაგისტრალიდან გადახვევას მაიძულებ გზა და გზა (იცინის); მოკლედ, გაჩნდა ცვლილებების მოთხოვნილიბა და კაცობრიობამ გარდაქმნა დაიწყო „ღერძულ დროში“ გაჩენილი ალგორითმის შესაბამისად. სხვათა შორის ჯემალ, – ეს კარგად ჩანს კონფუცის მაგალითზეც, რაც უცილობლად უნდა ვახსენო. თუგინდ იმის გამო რომ, ევროპოცენტრისტულ მიდგომას გავცდეთ, რათა მკითხველმა უკეთ გაითავისოს რომ, ის რაზეც ახლა ვსაუბრობ, – არა რომელიმე ცალკე აღებულ, ლოკალურ კულტურას ახასიათებს, არამედ უნივერსალურ კანონს და ისტორიის ერთგვარ „დრაივერს“ წარმოადგენს. ანუ, ორიდე სიტყვით მეტა_ნარატივია, რომელიც ფაქტობრივად ერთ დროს და დამოუკიდებლად გააჟღერეს ებრაელმა წინასწარმეტყველებმა, ბერძენმა ფილოსოფოსებმა, სპარსმა ზოროასტრმა, ჩინელმა კონფუციმ და რამაც უამრავი ნარატივი შვა თანმიმდევრულად, – რომლებმაც თავის მხრივ კიდევ უფრო მეტი დისკურსები გააჩინა და ა.შ., – მეტი ნიუანსირება ისევ და ისევ ფორმატის გამო აქ შეუძლებლად მიმაჩნია. ასე რომ, საბერძნეთის და სპარსეთის დარად, „ღერძულ დრომდე“ ჩინეთშიც იყო მითოლოგიური აზროვნება. ჩინელები, სხვა დანარჩენი ცივილიზაცია_წარმომქნელი ერებივით სულებს ელაპარაკებოდნენ-თქო, ანუ თანაცხოვრობდნენ მათთან და დევნიდნენ დემონებს სხეულებიდან და ა.შ. კონფუცის სწავლებასთან ერთად კი, იქაც გაჩნდა ბერძნული ლოგოსის დარი რეფლექსია და ამ შავ-ბნელ ობსკურანტიზმზე საერო ხასიათის კითხვებმა იმძლავრა. შედეგად კი, „მითოსი“ სახელმწიფო-სეკულარულ საქმეებში „ლოგოსმა“ ჩაანაცვლა …

-დავით მომიტევე, მაგრამ ისევ უნდა გაგაწყვეტინო, – აშკარაა რომ სალაპარაკო ამ მიმართულებით იმდენად ბევრია, რომ მკაცრად აკადემიური ხასიათის დიდი კვლევითაც ვერ ამოწურავ თემას და მით უფრო ამ ფორმატით აქ, – ეს შეუძებელია. ხოდა, მოდი ახლა დაისვენე და მე კი შევახსენებ მკითხველს, – რომ ზემორე დასახელებელი მიზეზების გამო, არა მხოლოდ იძულებული ხარ სქემატურად მიუდგე საკითხებს, არამედ ამავე მიზეზით, – შევწყვიტოთ ხოლმე ციკლი შუა გზაზე. იმედია, პატივცემული აუდიტორია გაგებით მოეკიდება ამ ტექნიკურ ხარვეზს და თუ ეს აუტანელ დისკმფორტს უქმნის მათ მაინც, – რის გამოც აღარ აპირებენ დასასრულის ხილვას. ნუ, ესეც არაა პრობლემა და სულ მალეღა შეუძლიათ ერთიან გამოცემაში ეზიარონ მაშინ, ამ ჩვენს საუბრებს.

(გაგრძელება იქნება)

ესაუბრა ჯემალ მეგრელიძე