მკითხველი ითხოვს სიტყვას!
მე გახლავართ აფხაზეთიდან დევნილი, რომელიც თავის დროზე ბედმა ბათუმისკენ გადმოისროლა… მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალაქში რამდენიმე წელი ვიცხოვრე და საბოლოოდ ისე მოხდა, რომ სხვაგან დავფუძნდი, თუმცა ბათუმი მაინც მშობლიურ ქალაქად მიმაჩნია… ჯერ იმიტომ, რომ ძალიან ჰგავს სოხუმს და მერე იმიტომაც, რომ აქ ძველი მახლობელ – მეგობრები მყავს, რომლებიც წუთით არ ივიწყებენ ადრინდელ ურთიერთობებსა და ყოველი ჩამოსვლისას დიდი სითბოთი და სიყვარულით გხვდებიან… სიტყვები და ეპითეტები არ მეყოფა ძვირფასი ქალბატონის – სვეტლანა აფხაზავას დასახასიათებლად, რომელმაც საკუთარი ბინის კარები ფართოდ გამიღო და ორი თვე ახლო ნათესავივით შემიფარა, გამათბო და ღვთისნიერი კალთა გადამაფარა… მის ჭერქვეშ მცხოვრები შვილების – ზური ზოიძისა და ნონა გიგინეიშვილის ოჯახი კი ამ ხნის მანძილზე საკუთარ ლუკმა – პურს მიყოფდა…
დიდი მადლობა კეთილო ადამიანებო, უფალი იყოს თქვენი შემწე და მფარველი! თქვენს სიკეთეს, გამონაწილებულ სითბოსა და სიყვარულს არასდროს დავივიწყებ!
პატივისცემით, აფხაზეთიდან დევნილი მარგარიტა (მარიამ) კაცია.







