28 სექტემბერს ქობულეთში ცნობილი მომღერალი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ვახტანგ გორგასლისა და ღირსების ორდენების კავალერი, ლეგენდარული „ქართული ხმების სოლისტი“ და ანსამბლ „ალილოს“ დამაარსებელი გურამ თამაზაშვილი კიდევ ერთხელ გაიხსენეს. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით კულტურის სახლში მომღერლის ხსოვნისადმი გამართულ საღამოში „ კინტრიშის ხეობიდან აფრენილი ბულბული“ ანსამბლები – „ალილო“, “მხედრული“ და „ბათუმი“ მონაწილეობდნენ. ნაჩვენები იქნა მომღერლის ცხოვრების ამსახველი ვიდეო კადრები.
ღონისძიების დასარულს გურამ თამაზაშვილის ოჯახს ორგანიზატორებისაგან სამახსოვრო საჩუქარი გადაეცათ.
მუნიციპალიტეტის და საკრებულოს წარმომადგენლებმა ანსამბლ “ალილოსა” და მომღერლის ოჯახის წევრებთან ერთად გურამ თამაზაშვილის საფლავს პატივი მიაგეს და ყვავილებით შეამკეს.