ბათუმში კოლეჯი BDC ახალ მისამართზე გაიხსნა. BDC საგანმანათლებლო ბაზარზე უკვე 20 წელია ოპერირებს. ახალი ლოკაციის გახსნა კი კოლეჯის განვითარების ახალ ეტაპად განიხილება.
ახვლედიანის ქუჩა N3\5-ში მდებარე ახალი სივრცე პროფესიული განათლების მიღებისა და პრაქტიკული უნარების განვითარებისთვის თანამედროვე შესაძლებლობებს აერთიანებს.
ახალი სივრცის გახსნა BDC-ისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. ღონისძიებას კოლეჯის გუნდის წევრები, პარტნიორები, მოწვეული სტუმრები და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ…
20-წლიანი ისტორიის მქონე კოლეჯის საქმიანობის ძირითადი მიმართულება თანამედროვე, პრაქტიკულ და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული პროფესიული განათლების მიცემა გალავთ.
ამიტიმაც გახსნის ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იმ ადამიანების დაფასებას დაეთმო, რომლებმაც წლების განმავლობაში კოლეჯის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს.
BDC-ის თანამშრომლებს პროფესიული საქმიანობისა და ერთგულებისთვის სამადლობელო სიგელები გადასცეს.
20 წლის განმავლობაში BDC-ის მთავარი ღირებულება ყოველთვის იყო ადამიანი – მისი განათლება, პროფესიული განვითარება და დასაქმების შესაძლებლობა. ახალი ლოკაციის გახსნა ბი დი სი – სათვის მხოლოდ ახალი მისამართი არ არის. ეს გახლავთ ახალი ეტაპი, მეტი შესაძლებლობა და კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა სტუდენტებისა და გუნდის წინაშე.
BDC-ის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება მოკლევადიანი პროფესიული გადამზადებაა. კოლეჯი მსურველებს შესაძლებლობას სთავაზობს, შედარებით მოკლე დროში შეიძინონ ახალი პროფესია, გაიუმჯობესონ არსებული უნარები და დასაქმების ბაზარზე საკუთარი შესაძლებლობები გაზარდონ.
ახალი ლოკაცია ამ მიმართულების კიდევ უფრო გაფართოების შესაძლებლობას ქმნის.
კოლეჯში აცხადებენ, რომ მომავალშიც გაგრძელდება პროფესიული განათლების განვითარება და ახალი პროგრამების შეთავაზება — ისეთი მიმართულებებით, რომლებიც თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებს პასუხობს.
ახალი სივრცე კი, როგორც კოლეჯის წარმომადგენლები ამბობენ, კიდევ უფრო მეტ ადამიანს მისცემს ხარისხიანი პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობას თანამედროვე და კომფორტულ გარემოში.
განათლების, პროფესიული განვითარებისა და ახალი შესაძლებლობების გზაზე — BDC 20 – წლიანი გამოცდილებით ამიერიდან ახალ ლოკაციაზე, განახლებული შესაძლებლობებით აგრძელებს საქმიანობას.











