13 ნოემბერს, სიკეთისა და სიყვარულის დღეს, EreCo Kids-ის ინიციატივით, ფერიის წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზიაში საქველმოქმედო ვიზიტი გაიმართა.
ინიციატივის მთავარი მიზანი ბავშვებისთვის სითბოსა და სიყვარულის გაზიარება, მათი გახარება და დაუვიწყარი ემოციების ჩუქება იყო.
EreCo Kids-ის კეთილშობილურ წამოწყებას შეუერთდნენ ადამიანები, რომლებმაც გულწრფელი სურვილი გამოთქვეს, საკუთარი წვლილი შეეტანათ ბავშვებისთვის განსაკუთრებული დღის შექმნაში.
ვიზიტმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ სიკეთეს დიდი შესაძლებლობები აქვს, ხოლო ერთი გულწრფელი ნაბიჯიც კი შეიძლება სხვისი ბედნიერების მიზეზად იქცეს.
ეს დღე სიყვარულის, თანადგომისა და ადამიანური სითბოს გაზიარების კიდევ ერთ ლამაზ მაგალითად იქცა.
სიკეთე პატარა ნაბიჯებით იწყება, სიყვარულს კი საზღვრები არ აქვს!






