მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი ბათუმი არაჩვეულებრივი სანახაობის მოლოდინში

ბათუმი არაჩვეულებრივი სანახაობის მოლოდინში [ვიდეო HD]

438
0

   ხვალ, 12 ოქტომბერს, 19 საათზე, ბათუმის ხელოვნების ცენტრში (ბნქ) დიდი სანახაობა იმართება. პირველად საქართველოში თქვენ საშუალება გეძლევათ იხილოთ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ახალგაზრდული მუსიკალური თეატრისა და სანქტ–პეტერბურგის თეატრ „როკ–ოპერას“ ერთობლივი პროექტი – ენდრიუ ლოიდ უებერი „იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი“ („Jesus Christ Superstar”) 

   მონაწილეობენ: სანქტ  – პეტერბურგის  თეატრი „როკ–ოპერა“–ს  სოლისტები: ვლადიმერ დიადენისტოვი, ვიაჩესლავ ნოგინი და ალექსანდრე კავინი. ახალგაზრდული მუსიკალური თეატრის სოლისტები: თეა გელოვანი, გივი გიგინეიშვილი, პაატა აბესლამიძე, დავით აბესლამიძე, ზურაბ ბაგდოშვილი, შალვა მიქაძე, ირაკლი გოგიტიძე, ირაკლი გვარჯალაძე, გია დიასამიძე, ნანა თურმანიძე  და ახალგაზრდული მუსიკალური თეატრის გუნდი. 

ბათუმის ხელოვნების ცენტრში ხვალინდელი ჩვენებისთვის ამ წუთებშიც ემზადებიან, გთავაზობთ ვიდეოფრაგმენტს გენერალური რეპეტიციიდან:

https://youtu.be/67j9whYU34A

12064303_1052180231467133_93955807_nთეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი –  თენგიზშამილაძე, მთავარი ქორმაისტერი და ვოკალის პედაგოგი – მანანა ჩაუშბა, დამდგმელი რეჟისორი – ზაზა სიხარულიძე, დამდგმელი მხატვარი – ვახტანგ ბესელია, კოსტუმების მხატვარი – ანა კალატოზიშვილი, გაორკესტრება და არანჟირება – იასონ ხომერიკი, გახმოვანება და სტუდიური მომსახურება – ვაჟა ცისკარიძე, ხმის რეჟისორი – ვერა ქებულაძე, მხატვრული განათება და კომპიუტერული უზრუნველყოფა – მანოლის გრიგორიადი, მხატვარ–გამნათებელი – კახა გიგინეიშვილი, ვიდეო – ალექსანდრე აბაშიძე, ქორმაისტერი – მიმოზა კილაძე, კონცერტმაისტერი – ევგენია ღოღელიანი, პლასტიკის პედაგოგი – გოჩა არობელიძე, ტექნიკური რეჟისორი – ზვიად მურვანიძე.

კონცერტის ორგანიზატორი გახლავთ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი. მის: ბათუმის ხელოვნების ცენტრი, ოდისეი დიმიტრიადის ქ. №1, ბილეთის ფასი  3 და 5 ლარი. ბილეთები იყიდება ხელოვნების ცენტრის სალაროში. ტელ: (0422)27-62-40,   599 09 04 86.