შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე სოფელ სხეფის საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. ხელმძღვანელმა მოსახლეობას მოუსმინა და უახლოეს მომავალში დასახელებული პრობლემების მოგვარებაში დახმარება აღუთქვა.
,,- დღეს შევხდით სხეფის მოსახლეობის წარმომადგენლებს, რომლებიც შუამდგომლობის თხოვნით მოვიდნენ ჩვენთან. მათი თქმით, სხეფში მცხოვრებ 31 წლის სოციალურად დაუცველ ორი შვილის დედას დალი დავითაძეს ესაჭიროება გადაუდებელი ოპერაცია საზღვარგარეთ. ჩვენ დღესვე ვუშუამდგომლებთ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა ავადმყოფს დაუფინანსდეს მკურნალობა. შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ სოფლად არსებულ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე”-აღნიშნა ტარიელ ებრალიძემ.
სხეფის მოსახლეობის წარმომადგენლებთან შეხვედრას მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებიც ესწრებოდნენ.