მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი დაგეგმეთ 2017 წლის ზაფხული ჩვენთან ერთად!

დაგეგმეთ 2017 წლის ზაფხული ჩვენთან ერთად!

465
0
sdr

მედიაჯგუფი „აჭარა P.S.“ ტრადიციული ღონისძიებებისთვის ემზადება. 1-დან 31 ივლისის ჩათვლით ჩვენი ორგანიზებით ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსი „ნარინჯისფერი ქობულეთი“ წელს მეთოთხმეტედ გაიმართება. საორგანიზაციო კომიტეტი ფესტივალში მონაწილეობის მსურველი სტუმრების ღირსეული მიღება -დახვედრისათვის თადარიგს აქედანვე იჭერს. ჩვენს ოფისს სისტემატურად სტუმრობენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ამჯერად წინასაფესტივალო შეხვედრების ფარგლებში სომხეთისა და უკრაინის შემოქმედებითი კოლექტივების წარმომადგენლებს ვუმასპინძლეთ.

dav
dav

ქალაქ ერევანში მოქმედი კულტურის ცენტრი „მინორა“, რომელსაც მომღერალი როლანდ აბრამიანი ხელმძღვანელობს, სომხეთის მასშტაბით 2017 წლის ფესტივალის სრულ საინფორმაციო მხარდაჭერას განახორციელებს, მემორანდუმს ხელი მხარეებს შორის გუშინწინ მოეწერა.

sdr
sdr

კიდევ ერთი შეხვედრა ფესტივალ-კონკურსი „ნარინჯისფერი ქობულეთ 2017-ის“ ფარგლებში, ამჯერად უკრაინის წარმომადგენლებთან, სტუმრები ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელ სულხან ევგენიძეს შეხვდნენ და ფესტივალში მონაწილეობის დეტალების დასაზუსტებლად „ნარინჯისფერი ქობულეთის“ საორგანიზაციო კომიტეტსაც ეწვივნენ, აღსანიშნავია, რომ წელს პირველად კონკურსის ისტორიაში უკრაინა მასშტაბურად იქნება წარმოდგენილი.

https://youtu.be/fQkBFSu80pM