მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი სპორტული ცხოვრება ქედაში

სპორტული ცხოვრება ქედაში

314
0

ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი, ფრენბურთი, კალათბურთი, მინი ფეხბურთი – ეს ის სპორტის სახეობებია, რომელშიც ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ეჯიბრებიან. 2017 წლის სპორტული თამაშები კვლავაც ქედის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომლის ბიუჯეტი 2 200 ლარია. პროგრამის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდობის ჩართვა სპორტულ სექტორებსა და ჯგუფებში, სპორტის მასობრივი და ინდივიდუალური სახეობების განვითარება, სპორტსმენთა გამოვლენა და ა.შ.
შეჯიბრი ფრენბურთსა და მინი ფეხბურთში, რომელიც არჩილ ფარტენაძის სახელს ატარებს, 6 მაისიდან განახლდება.
შეჯიბრებებს ორგანიზებას ქედის რესურსცენტრი უწევს.