მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი რატი აბულაძის საჯარო ლექციათა ციკლი დაიწყო

რატი აბულაძის საჯარო ლექციათა ციკლი დაიწყო

275
0

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის დოქტორმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა რატი აბულაძემ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია გამართა თემაზე: ,, ელექტრონული მმართველობის როლი რეგიონის განვითარებაში: ელექტრონული მთავრობა და ელექტრონული ბიზნესი’’.პროფესორმა სტუდენტებს საქართველოს, კავკასიის რეგიონისა და განვითარებულ ქვეყნებში ელექტრონული მმართველობისა და ინტერნეტიზაციის პროცესები, შედეგები და საჭიროება გააცნო.რატი აბულაძემ ხაზი გაუსვა ე-მთავრობის შექმნის საბოლოო მიზანს, როგორც საზოგადოებრივი, პოლიტიკური და სამომხმარებლო ფასეულობების- სამართლიანობის, გამჭვირვალობის, დემოკრატიულობის, მომსახურების ხარისხის , სახელმწიფო მართვაში მოქალაქეების მონაწილეობის შექმნას და სხვა.რატი აბულაძის საჯარო ლექციები ბსუ-ში აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს და 3 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობს.