მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი ბილიარდში საერთაშორისო ჩემპიონატი გაიმართა

ბილიარდში საერთაშორისო ჩემპიონატი გაიმართა

274
0

საერთაშორისო ჩემპიონატი ბილიარდში დასრულდა. ტურნირი ბათუმის მერიის ქვეპროგრამის ,,საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერის“ ფარგლებში გაიმართა. შეჯიბრებაში 14 ქვეყნის 52 სპორტსმენი მონაწილეობდა. გამარჯვებულები რვა საპრიზო კატეგორიაში გამოვლინდნენ. წელს პირველად, საუკეთესო მოთამაშეებად ორი ქართველი მობილიარდეც დასახელდა, გამარჯვება კი, უკრაინელმა სპორტსმენმა მოიპოვა. საპრიზო ადგილზე გასულ მობილიარდეებს ფულადი ჯილდოები გადაეცათ. ტურნირის ორგანიზებისათვის, რომელიც ბათუმში უკვე მესამედ ტარდება, მუნიციპალური ბიუჯეტიდან 30 000 ლარი დაიხარჯა.