„ნაციონალური მოძრაობის“ ხულოს ორგანიზაციის წარმომადგენელი კახა დეკანაძე ადგილობრივ ხელისუფლებას სარეზერვო ფონდის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. როგორც დეკანაძე ამტკიცებს, მან სარეზერვო ფონდიდან დახარჯული თანხის დოკუმენტაციის შესწავლისას უზუსტობა აღმოაჩინა. კახა დეკანაძის განმარტებით, საბუთების მიხედვით 2014 წელს – 284 ათასი ლარია გახარჯული, თუმცა უცნობია სად წავიდა 55 ათასი ლარი, რომლის ხარჯვაც დოკუმენტებში არ არის ასახული. აქედან გამომდინარე, „ნაციონალების“ აზრით, აღნიშნული თანხა გამგეობამ კანონდარღვევით გასცა. ბრალდებებს აბსურდელს უწოდებენ ხულოს გამგეობაში.