მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი საბჭოთა პერიოდის მოზაიკები ბათუმში

საბჭოთა პერიოდის მოზაიკები ბათუმში

252
0

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე გიწვევთ გეოეარის მიერ ორგანიზებულ გამოფენასა და პუბლიკაციის პრეზენტაციაზე თბილისის დაკარგული გმირები. საბჭოთა პერიოდის მოზაიკები.
ნაჩვენები იქნება სხვადასხვა სახის სამუშაო მასალა ავტორების პირადი არქივებიდან, დოკუმენტები თუ ესკიზები, ჩანახატები, კატალოგები და ფოტო მასალა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მასალა იდენ ტაბიძის, საურმაგ ღამბაშიძის, გიორგი ჩახავას პირადი არქივებიდან და ასევე, გეოეარის, ზურა დუმბაძის, ნიკა კაპანაძის, ალექსი კედელაშივილის და ნინო სირაძის ფოტო მასალა.
ასევე, გაიმართება პუბლიკაციის პრეზენტაცია, სადაც შესულია თბილისის სხვადასხვა „საჯარო” სივრცეში განლაგებული მონუმენტურ-დეკორატიული მოზაიკის კვლევა და დოკუმენტაციის ძირითადი ნაწილი.
ჩვენი ინტერესი მონუმენტურ-დეკორატიული მოზაიკისადმი განპირობებულია ბოლო 20 წლის განმავლობაში საჯარო სივრცეში მიმდინარე ინტენსიური ცვლილებებით. ურბანული გარემოს უსისტემო ტრანსფორმაციამ, არაპროფესიონალების მიერ წარმოებულმა ჩარევებმა ქალაქის სახის ჩამოყალიბებაში, ფასადურმა „შელამაზებებმა,” შედეგად მოიტანა საჯარო სივრცეში არსებული საბჭოთა პერიოდის მოზაიკების განადგურება.
სწორედ ეს გახდა მიზეზი ამ ობიექტების დოკუმენტაცია/აღრიცხვისა და ელექტრონული რუკის შექმნისა, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ: Soviet Period Mosaics in Tbilisi.
“თბილისის დაკარგული გმირები. საბჭოთა პერიოდის მოზაიკები” განხორციელდა პროექტ სივრცეების (SPACES) ფარგლებში. პროექტი დაფინანსდა ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთის პარტნიორობის კულტურის პროგრამის მეშვეობით.