მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ხულოსა და ზარზმის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს /ვიდეო/

ხულოსა და ზარზმის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს /ვიდეო/

288
0

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ხულოსა და ზარზმის დამაკავშირებელი გზის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 5 კმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქციის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს გზაზე ხელოვნური ნაგებობების მოწყობა. გზის 5 კმ-იანი მონაკვეთი დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და მის რეკონსტრუქციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი მოსახლეობისათვის.

ხულო-ზარზმის განახლებული გზა უმოკლესი მარშრუტი დააკავშირებს ერთმანეთთან  ქვეყნის ორ რეგიონს – სამცხე-ჯავახეთსა და აჭარას.

გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა. განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება. პროექტის დასრულების შემდეგ, გაიზრდება ორივე რეგიონის ტურისტული ნაკადები, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ეკონომიკური საქმიანობისათვის ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს. ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის პროექტი 3 მონაკვეთადაა დაყოფილი და ჯამში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 47 კილომეტრიან გზას და 7 ხიდს ჩაუტარდება.

დაიგება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი. გზის 5 კმ-იან მონაკვეთის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 14.6 მილიონი ლარით ფინანსდება აფინანსებს, ხოლო 42 კმ-იანი მონაკვეთის ქუვეითის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით შენდება. გზის 42 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია.