მთავარი პოლიტიკა ბათუმის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის “ მიერ მოწვეული სხდომა არ შედგა

ბათუმის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის “ მიერ მოწვეული სხდომა არ შედგა

505
0

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერმოწვეული დღევანდელი საკრებულოს სხდომა კვორუმის უქონლობის გამო ვერ გაიხსნა. სხდომას არ დაესწრნენ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრები, ხოლო„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 14 წევრის,  „ლელოს“ წარმომადგენლის ირაკლიკუპრაძისა და „გახარია – საქართველოსთვის“ წევრის  აკაკი გვიანიძის სხდომაზე გამოცხადებაკვორუმის შესადგენად და სხდომის გასახსნელად  არასაკმარისი აღმოჩნდა.  შესაბამისად, ბათუმის საკრებულო ვერ შეიკრიბა.