ადვოკატი რომელიც ყოველ დილას ვარჯიშობს ამბობს, რომ ფიზიკური ვარჯიში ცხოვრების მიმართ პოზიტიურ დამოკიდებულებას გიქმნით.
ლელა ბჟალავას რჩევები: დილით ადრე ვარჯიში სატრენაჟორო კლუბებსა და დარბაზებში სულაც არა არის საჭირო, ამის გაკეთება თქვენ სუფთა ჰაერზეც შეგიძლიათ, სასურველია დილით სირბილი ჰაერზე ან სიარული 40 წუთის განმავლობაში. თუმცა, ვისაც სურს მაინც და მაინც დილიდანვე დაიწყოს ტრენაჟორებზე ვარჯიში, გაღვიძებისთანავე ნუ შეეცდებით, რადგან ტრენაჟორებთან მისვლამდე კარგად უნდა იყოთ გამოფხიზლებული ანუ გაღვიძებიდან ნახევარი საათი მაინც უნდა იყოს გასული.
სირბილის დაწყებამდე აუცილებლად ვაკეთებ გაწელვებს, რადგან ეს აუმჯობესებს კუნთების სისხლით მომარაგებას. სირბილის დასრულებისას კი, 25-30 წუთი გაწელვები უფრო მეტი დატვირთვით შეიძლება. ამ დროს ორგანიზმი დიდი რაოდენობით ჟანგბადს ითვისებს და ამაგრებს გულის კუნთს, ანვითარებს ფილტვს და ააქტიურებს ღვიძლის მუშაობას.
თუ გაითვალისწინებთ ჩემს რჩევებს, შეძლებთ ადვილად განეწყოთ პოზიტიურად ცხოვრების მიმართ ასევე, ნუ გაიხსენებთ წარსულის ცუდ მომენტებს. წარსულში მომხდარ ამბებს ვერ შევცვლით და შესაბამისად, აზრი არ აქვს მათზე ნერვიულობას. უმჯობესია გაიხსენოთ სასიამოვნო წუთები, როდესაც თავს ბედნიერად გრძნობდით და მოემზადეთ სავარჯიშოდ.
იყავით ფორმაში, შეინარჩუნეთ ჯანმრთელობა და რაც მთავარია, დატოვეთ მთელი ნეგატივი სპორტდარბაზში. აგრესიის ფიზიკური გამოვლენა სპორტში დიდი განტვირთვაა, ასევე სპორტდარბაზში მისულს კრივზე ვარჯიშსაც გირჩევთ, ეს პოზიტივის შესაქმნელად და განტვირთვისათვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
მოკლედ ადვოკატის აზრით, კვირაში ერთი დღე აუცილებლად უნდა გამოიყენოთ თქვენი განტვირთვისათვის, მიხვიდეთ დარბაზში და სასიამოვნოდ განიტვირთოთ მთელიკვირის მანძილზე დაგროვილი უარყოფითი ენერგიისაგან. ბჟალავა ირწმუნება, რომ ვარჯიში ადამიანს აახალგაზრდავებს, აჯანსაღებს და სხეულის მოვლისა თუ გართობის საუკეთესო საშუალებაა.
ნუ დაიზარებთ, დაიწყეთ ხვალიდან ვარჯიში, სწორი ვარჯიში გაგილამაზებთ ცხოვრებას და სტრესისგან გაგანთავისუფლებთ, ვარჯიში ცხოვრების მიმართ პოზიტიურ დამოკიდებულებას შეგიქმნით.