მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი 2023 წელს უეფა-ს 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატი – საქართველოში ჩატარდება 

2023 წელს უეფა-ს 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატი – საქართველოში ჩატარდება 

870
0

2023 წელს უეფა 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდება  – ამისშესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ინფრასტრუქტურის მინისტრმა ისაუბრა

საქართველოს მთავრობის განკარგულებითთბილისში, საგურამოში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში, სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციამოწყობა დაიწყება.

პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და მისი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონი ლარია. პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია, როგორც სავარჯიშო მოედნების რეკონსტრუქციარეაბილიტაცია, ისე ახალი სტადიონების პროექტირებამშენებლობა. ჩემპიონატისთვის, არსებულის გარდა, საერთო ჯამში, 12 ინფრასტრუქტურული ობიექტი მოეწყობა. სავარჯიშო მოედნები განთავსებულია თბილისში, საგურამოში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში. პროგრამით გათვალისწინებული საპროექტოსამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წელსვე დაიწყება. საქართველო უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატს 2023 წელს, 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს” – აცხადებენ მთავრობაში