მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი კიდევ ერთი ყოველწლიური ლიტერატურული პრემია

კიდევ ერთი ყოველწლიური ლიტერატურული პრემია

248
0

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და მწერალთა სახლის ორგანიზებით, წელს პირველად, თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი ჩატარდება. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, წელსვე დაწესდება ყოველწლიური ლიტერატურული პრემია, რომლის მიზანიც ლიტერატურული პროცესების წახალისება და გააქტიურებაა. ამ თემებთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელსაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მწერალთა სახლის დირექტორი ნატაშა ლომოური უძღვებოდნენ. ღონისძიებას მწერლები და  სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.