ბათუმში აჭარის მთავრობის სახლთან “ერთიანი ნაციონალური მოძროაბის” წევრებისსაპროტესტო აქციას მართავენ.
ადგილზე შეკრებილები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძისა და აჭარისპოლიციის მაღალჩინოსნის დავით რიჟვაძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვდნენ.
აქციის მონაწილების განცხადებით, ნუგზარ ფუტკარაძის საქმის ობიექტური გამოძიებისიმედი არ აქვთ.
“დავით რიჟვაძემ თანდებობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს, რომელოც აჭარისკრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსანი და თორნიკე რიჟვაძის მამაა… ნუგზარ ფუტკარაძისსავარაუდო მოსყიდვის უკან დავით რიჟვაძე იდგა. ჩვენ მოვითხოვთ, ობიექტურ გამოძიებასვითხოვთ ვინ არის ის ერთი კაცი, რომელსაც ნუგზარ ფუტკარაძის სახელით ესაუბრებიანჩანაწერში. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ის დავით რიჟვაძეა, ამას თავისივე სიცოცხლეშინუგზარ ფუტკარაძეც ამბობდა“-აცხადებენ აქციის მონაწილეები.