ლუკა ასათიანის ქუჩაზე მდებარე ბათუმის მერიის შენობაში ბათუმელ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა დაიწყო. გამოფენაზე წარმოდგენილია სულ 19 ნამუშევარი, აქედან 17 ფერწერა და 2 ქანდაკება. გამოფენის დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეუძლია დილის 9:00 -დან 18:00 საათამდე, შაბათ – კვირის გარდა. გამოფენა ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება, შემდეგ კი, ახალი ექსპონატებით ჩანაცვლდება. აღსანიშნავია, რომ მერიის შენობაში ბათუმელი მხატვრების ნამუშევრების პირველი გამოფენა 1919 წელს გაიმართა.